ნიკა გვარამია: „ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია“
26-03-2018, 15:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას აკადემიური დებატებით ან სხვა წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია“, აცხადებს სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

 


გვარამია მიიჩნევს, რომ „ივანიშვილს პატრიარქი სძულს და ფაქტიც სახეზეა, დაანგრია ეკლესია და პატრიარქი სუსთან შეკრული კორუმპირებული სამღვდელოების ტყვეობაში მოაქცია“. იგი თვლის, რომ ივანიშვილი „რუსული მეთოდით“ ძალიან წარმატებულადაც უგებს საინფორმაციო ომს წესიერ ევროპელებს და სწორ ამერიკელებს“ და „ასე მოიგო ოცნებამ არჩევნები“.

 


„ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ განცხადებაში გვარამია ამბობს, რომ მისი და თავისი თანაგუნდელების „პატიოსნება ქვეყნის დაღუპვის ფასი რომ ჯდება - ეს ძალიან მაწუხებს და ბევრს ვფიქრობ ამ დილემაზე“ და ასკვნის, რომ „არ ვყოფილვარ კარგი კაცი (მართლა ასე ვფიქრობ), მაგრამ მაინც ვერ ვიზამ“.

 


„ქართული ოცნების“ და მისი მხარდამჭერი ტელევიზიების და უყვითლესი გაზეთების 2012 წლის მოქმედების მოდელს რომ გავყვეთ, მე ოცნების გასაფარჩაკებლად მაგალითად ეგეთი რამე უნდა გავაკეთო: ბიძინას პაროდისტს კომედი შოუდან ბიძინას ხმით უნდა ჩავაწერინო მაგალითად პატრიარქის გინება და ჭორის სახით ჩავუშვა ხალხში. ერთ კვირაში ეს აუდიო ყველა ტელეფონში იქნება და აუცილებლად ყველა დაიჯერებს, რადგან ცნობილია, რომ ივანიშვილს პატრიარქი სძულს და ფაქტიც სახეზეა, დაანგრია ეკლესია და პატრიარქი სუსთან შეკრული კორუმპირებული სამღვდელოების ტყვეობაში მოაქცია. ამას გარდა, ხეების მთრეველი კაცისგან არაფერი აღარ გაუკვირდებათ.

 


„ესაა სრულიად რუსული მეთოდი, მარტო ეგენი კადრულობენ ამ ფარჩაკობას და ძალიან წარმატებულადაც უგებენ საინფორმაციო ომს წესიერ ევროპელებს და სწორ ამერიკელებს. ასე მოიგო ოცნებამ არჩევნები. ეს იკადრა ყველამ, უკლებლივ, ვინც ამ კოალიციაში იყო. ყველამ იცოდა, რომ ციხის კადრები სრული ფაბრიკაცია და ტყუილი იყო, გარდა კარანტინის დაშლისა. და ყველამ იცოდა, რომ ხალხი მოტყუვდებოდა და შეცდომას დაუშვებდა.

 


„მე ვერ მივცემ თავს ამის უფლებას ვერასდროს. ვერაფრით ვერ ვიკადრებ და ვერც რ2ს ვაკადრებ. ოღონდ, მართლა არ ვიცი, სწორია ეს თუ არა. ჩვენი პატიოსნება ქვეყნის დაღუპვის ფასი რომ ჯდება - ეს ძალიან მაწუხებს და ბევრს ვფიქრობ ამ დილემაზე. და ქვეყანა ნამდვილად იღუპება და თან რუსული მეთოდით მოსული 7 მილიარდიანი ბიძინას აკადემიური დებატებით ან სხვა წესიერი და მიღებული მეთოდებით დამარცხება წარმოუდგენელია. ვინც ამის თეორიულ შესაძლებლობას მაინც ამტკიცებს, ან თავს იტყუებს, ან ჩვენ გვატყუებს, ან ბიძინას დანიშნულია ამის სალაპარაკოდ. ამერიკელებმა ვერ შეძლეს ეს და ჯერჯერობით პირწმინდად აგებენ წესების გარეშე მოთამაშე კაგებესთან. ჩვენ როგორ უნდა შევძლოთ? ვერანაირად. და ამასობაში ქვეყანა იღუპება სანდრა რულოვსის ორგანოებით ვაჭრობით შოკირებული ხალხის საარაკო სისულელით გაკეთებული არჩევანის გამო. სინდისი თუ ქვეყანა? ძალიან მძიმე დილემაა, სინამდვილეში, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიზამ, აი ვერანაირად. ეს კი ნიშნავს, რომ ჩემი თავი უფრო მიყვარს, ვიდრე ჩემი ქვეყნა, შვილები, მეგობრები და ყველაფერი, რაც ძვირფასია ჩემთვის. არ ვყოფილვარ კარგი კაცი (მართლა ასე ვფიქრობ), მაგრამ მაინც ვერ ვიზამ“, წერს ნიკა გვარამია.

 

 

კომენტარები: 1
#1   ლევან დოლიძე
      
სამწუხარო რეალობაა
29 მარტი 2018 01:16
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი