უკრაინის პოლიციამ კიევის ოლქში ქართველი კრიმინალური ავტორიტეტი რამაზ ციკორიძე, ზედმეტსახელად „რამაზ ბაღდატსკი“ დააკავა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია კიევის პოლიციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ 45 წლის ე.წ. კანონიერი ქურდი კიევში 2011 წელს ჩავიდა. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ის სამართლამდამცველებმა არაერთხელ დააკავეს და უკრაინიდან გააძევეს, თუმცა, ქვეყანაში ყალბი საბუთებით ბრუნდებოდა.
რამაზ ციკორიძის უკრაინიდან გაძევების საკითხი მისი პირადი მონაცემების ოფიციალურად დადგენის შემდეგ გადაწყდება, მანამდე კი, ვინაიდან დაკავებულს არ გააჩნია მოქალაქეობა, ის უცხოელების დროებითი მიღების ჩერნიგოვის პუნქტში გადაიყვანეს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.