შსს ოზურგეთის პოლიციის შენობაში პირის შეჭრასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს
27-03-2018, 16:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოზურგეთში სხვისი ნივთის დაზიანების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული ჯ.წ., ნივთის დაზიანების ან განადგურების ბრალდებით, ოზურგეთში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 26 მარტს, გამთენიისას, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ჯ.წ. გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონულ სამმართველოში შეიჭრა, სამორიგეო ნაწილში განთავსებული პერსონალური კომპიუტერის მონიტორი დააზიანა და პოლიციის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

 

სამართალდამცველებმა ჯ.წ. ადგილზევე დააკავეს. იგი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს, სადაც დაკავებულმა სამედიცინო დათვალიერება გაიარა.

 

 

სამედიცინო დათვალიერებისას აღმოჩნდა, რომ დაკავებულს სახის არეში მცირედი ნაკაწრები და სისხლნაჟღენთები აღენიშნებოდა. მისი მტკიცებით, ზემოაღნიშნული დაზიანებები მიღებული ჰქონდა დაკავებამდე, ნასვამ მდგომარეობაში ყოფნისას, წაქცევის შედეგად. დაკავებულმა განაცხადა, რომ პრეტენზია პოლიციის თანამშრომლების მიმართ არ გააჩნდა.

 

 

დაკავებულს, იზოლატორში, არც ერთ ეტაპზე, არც მედპერსონალთან და არც იზოლატორის თანამშრომლებთან რაიმე სახის პრეტენზია არ დაუფიქსირებია. დაკავებიდან რამდენიმე საათში, ჯ.წ. დროებითი მოთავსების იზოლატორში შეუძლოდ გახდა. იგი თავის ტკივილს უჩიოდა. პოლიციამ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი გამოიძახა.

 

 

როგორც ჯ.წ.-მ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმს განუმარტა, პოლიციის შენობაში მისვლამდე, წაიქცა და სახის არეში დაზიანება მიიღო. აღნიშნული დაზიანება, ასევე, დაფიქსირებულია დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის სამედიცინო დათვალიერების ოქმში.

 

 

ჯ.წ.-ს მოთხოვნით, პოლიციამ განმეორებით გამოიძახა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი, რომელმაც იგი საავადმყოფოში გადაიყვანა.

 

 

დაკავებულს სამედიცინო დაწესებულებაში კომპლექსური შემოწმება ჩაუტარდა. ექიმის დასკვნის თანახმად, ჯ.წ.-ს, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, სხვა სახის ჯამრთელობის დაზიანება არ აღენიშნება. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

 

 

გამოძიება ნივთის დაზიანების ან განადგურების ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის 1-ლი ნაწილით", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი