საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება
27-03-2018, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, პირველი აპრილიდან საგარეო საქმეთა სამინისტროში რეორგანიზაციის შედეგად ახალი სტრუქტურული ერთეულები შეიქმნება.

 

 

„ცვლილებების თანახმად, საგარეო საქმეთა სამინისტროში ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატი იქმნება. აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო პირველი საჯარო უწყება იქნება, სადაც ევროპული ტიპის გენერალური დირექტორატის პორტფელი შეიქმნება. ევროინტეგრაციის გენერალური დირექტორატის შექმნა პირდაპირ ეხმიანება ქვეყნის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებს და მის დაქვემდებარებაში იქნება ევროინტეგრაციისა და ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტები.

 

 

ევროინტეგრაციის დეპარტამენტის მოვალეობები იქნება ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა. ევროკავშირის დახმარების კოორდინაციის და სექტორული ინტეგრაციის დეპარტამენტის ძირითადი ამოცანა იქნება ევროკავშირის დახმარების კოორდინაცია, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების მონიტორინგი/კოორდინაცია და სექტორული ინტეგრაციის ხელშეწყობა და სხვა.

 

 

ცვლილებების თანახმად საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად შეიქმნება ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტი, რომლის ძირითადი ამოცანა იქნება საქართველოს ნატო-ში ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობა და კოორდინირება. (აღსანიშნავია, რომ აქამდე ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატო-ს სამმართველო კურირებდა).

 

 

მთავრობის, ისევე როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტია საზოგადოებასთან სტრატეგიული კომუნიკაციების გაუმჯობესება და დეზინფორმაციის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა. ამ მიზნით საგარეო საქმეთა სამინისტროში იქმნება სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი, რომლის ამოცანაა კომუნიკაციის დაგეგმვა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების შესაბამისად, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საზოგადოების ინფორმირება, საკომუნიკაციო სტრატეგიის იმპლემენტაცია და სხვა.

 

 

აღსანიშნავია, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს პრიორიტეტების მიხედვით უწყებაში არსებულ დეპარტამენტებშიც იგეგმება ცვლილებები. მთავრობის დონეზე, საგარეო საქმეთა სამინისტროში პირველად იქმნება სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელი იქნება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მოქალაქეების დასაქმების ხელშეწყობაზე. კერძოდ საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტში შეიქმნება დასაქმების ხელშეწყობის სამმართველო. დაგეგმილია საერთაშორისო ორგანიზაციების დეპარტამენტისთვის სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის შემადგენლობაში დღეს არსებული ახალი საფრთხეებისა და შეიარაღებაზე კონტროლის სამმართველოს დამატება", აღნიშნულია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი