ირაკლი კობახიძე ჟენევაში ვიზიტზე: მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომლებთანაც შედგა შეხვედრები და გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია
27-03-2018, 19:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„პარტნიორ ქვეყნებთან გვქონდა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ორმხრივ შეხვედრებზე ვსაუბრობდით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემაზე, არაღიარების პოლიტიკაზე“, განაცხადა აქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟენევაში ვიზიტის შეჯამებისას.

 

 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟენევაში ვიზიტი დაასრულა. ირაკლი კობახიძემ საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) რიგით 138-ე ასამბლეაში მიიღო მონაწილეობა.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარემ ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და მიგრაციისა და ლტოლვილთა საკითხების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, საქართველოს ოკუპაციის საკითხებზე და დეოკუპაციის პოლიტიკაზე ისაუბრა.

 

 

ვიზიტის ფარგლებში ირაკლი კობახიძემ მაღალი დონის შეხვედრები გამართა.

 

 

„ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ საპარლამენტთაშორისო კავშირის 138-ე სესიის მუშაობაში. ვმონაწილეობდით პლენარული სხდომის მუშაობაში, ასევე გავმართეთ ათზე მეტი ორმხრივი შეხვედრა ჩვენს პარტნიორ ქვეყნებთან. გვქონდა საინტერესო დისკუსიები სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით. ვსაუბრობდით ორმხრივ თანამშრომლობაზე, თანამშრომლობის გაღრმავებაზე. ასევე ვსაუბრობდით ჩვენს საგარეო პოლიტიკურ გამოწვევებზე, მათ შორის, ოკუპაციის პრობლემაზე, არაღიარების პოლიტიკაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმ ქვეყნების მხარდაჭერა, რომელთანაც შედგა შეხვედრები და რომლებთანაც გვქონდა ძალიან პროდუქტიული დისკუსია ამ საკითხებთან დაკავშირებით“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი