დავით დონდუა: რუსეთი ცდილობს ისე წარმოადგინოს თავი, თითქოს კონფლიქტში არაფერი ესაქმება და ჩვეულებრივი მომრიგებელია
28-03-2018, 13:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ ჟენევის მოლაპარაკებების მთავარი თემა არჩილ ტატუნაშვილის საქმე იქნება.

 

 

როგორც დონდუამ ჟენევაში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, გუშინ შედგა ორმხირივი კონსულტაციები, ევროკავშირის, გაერო-სა და ეუთო-ს თანათავმდჯომარეებთან და თანამოდერატორებთან, რა დროსაც, მისივე განმარტებით, განიხილეს ის საკითხი, რომლის წამოწევაც დღევანდელი სამუშაო ჯგუფის ფორმალურ შეხვედრაზე უნდა დადგეს.

 

 

„მთავარი თემა ორივე სამუშაო ჯგუფში იქნება არჩილ ტატუნაშვილის საქმე, რომელსაც ამ ეტაპზე სჭირდება სათანადო გამოძიება. არც ერთმა მხარემ ხელი არ უნდა შეუშალოს ამ გამოძიებას, რათა გამოვლინდეს, ვინ არიან დამნაშავეები და ეს დამნაშავეები წარდგნენ მართლმსაჯულების წინაშე. რაც არ უნდა დაადგინოს გამოძიებამ, ერთი რამ ცხადია, რომ ყველაფერზე, რაც მოხდა პოლიტიკური პასუხისმგებლობა ეკისრება იმას, ვინც არის ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, ეს არის რუსეთის ფედერაცია. რაც ყველაზე აღმაშფოთებელია, ეს არ არის პირველი შემთხვევა, არამედ ამას უკვე რაღაც სახე მიეცა. 2014 წელს იყო ბაშარულის საქმე, შემდეგ ოთხოზორიას მკვლელობა და ახლა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობა. თუ ამას ყველაფერს პასუხი არ გაეცა, თუ დამნაშავეები არ წარდგნენ სასამართლოს წინაშე, არის საფრთხე, რომ მომავალში ვერ ავიცილებთ თავიდან ასეთ ტრაგიკულ შემთხვევებს. ეს იქნება მთავარი თემა ორივე სამუშაო ჯგუფში....

 

 

შეხვედრაზე საუბარი იქნება აგრეთვე ძალის გამოუყენებლობის ერთობლივ განცხადებაზე. გუშინ თანათავჯდომარეებთან და ამერიკის დელეგაციასთან საუბარი გვქონდა ამ საკითხზე. მათ კიდევ ერთხელ შევახსენე, თუ რა არის ჩვენი პრიორიტეტები, ერთობლივ განცხადებაში რის მიღებას ვლამობთ და რას ველოდებით შემდგომში. ვნახოთ როგორ წარიმართება მოლაპარაკებები. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის მხარე, ეს ყველაფერი კარგად არის ცნობილი, ეს გაწერილია ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფუძემდებლურ დოკუმენტში", აღნიშნა დონდუამ.

 

 

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, რუსეთი ცდილობს, ისე წარმოადგინოს თავი, თითქოს კონფლიქტში არაფერი ესაქმება და ჩვეულებრივი მომრიგებელია.

 

 

„რუსეთი ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ეს კონფლიქტი არის ქართველებს-აფხაზებს და ქართველებსა და ოსებს შორის. ეს არ არის რუსეთის რაღაც განსაკუთრებული შემთხვევა, ყველა კონფლიქტში, ყველა პრობლემაში, რუსეთი ცდილობს თავი ასე წარმოადგინოს, მაგრამ ერთია თვითონ შიგნით რას ამბობს. ფაქტი ის არის, რაც აღიარებულია საერთაშორისო სამართლით და იმ თანათავმდჯომარე ორგანიზაციებით, რომლებიც უძღვებიან მოლაპარაკებებს, აქ საკამათო არაფერი არ არის. რაც შეეხება ერთობლივ განცხადებას, ჩვენ ვცდილობთ, რომ მისი შინაარსი იყოს ზუსტად ისეთი, როგორიც აწყობს ქართველ მხარეს", განაცხადა დავით დონდუამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი