ზაზა ჩაჩანიძე: „მინდა ჩემ ყოფილ მოადგილეს, გიორგი გოგიჩაიშვილს მოვუწოდო - დაგნიშნავენ, ნუ ნერვიულობ, ნუ გააკეთებ იმას, რომ ამ ქალაქში აღარ გამოგეყოფოდეს თავი“
28-03-2018, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მე ვულოცავ ირმა ინაშვილს და „პატრიოტთა ალიანსს" რომ მთლიანი ლუსტრაცია გააკეთეს რაც არიან რეალურად და რა ოპოზიციური ძალაც არის, აღნიშნული განცხადება ბორჯომის საკრებულოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ, ზაზა ჩაჩანიძემ მისი იმპიჩმენტის შემდეგ გააკეთა.

 


„მე მინდა ჩემ ყოფილ მოადგილეს, გიორგი გოგიჩაიშვილს მოვუწოდო, გიორგი ისედაც დაგნიშნავენ, ამ თამაშში ძალიან თავს ნუ მოიჭრი, ხუთი შვილის მამა ხარ. უბრალოდ, ჩვენ გვისაუბრია ამ თემებზე და რაღაც გაუგნებული სახით ნუ აცხადებ, რომ ეს არის თამაშები - დაგნიშნავენ, ნუ ნერვიულობ, ნუ გააკეთებ იმას, რომ ამ ქალაქში აღარ გამოგეყოფოდეს თავი", განუცხადა „რუსთავი 2"-ს ზაზა ჩაჩანიძემ.

 

 

ბორჯომის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს.

 

 

ფარულ კენჭისყრაში მონაწილე 21 დეპუტატიდან ზაზა ჩაჩანიძის თანამდებობაზე დარჩენის სასარგებლოდ ხმა 2-მა, თანამდებობიდან გათავისუფლების სასარგებლოდ კი, 19-მა დეპუტატმა მისცა.

 

 

დღევანდელ სხდომას არ დასწრებიან და შესაბამისად, კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”, „ევროპული საქართველოს” და „ლეიბორისტული პარტიის“ წარმომადგენლებს.

 

 

21 მარტს საკრებულოს აპარატში დარეგისტრირდა განცხადება, რომლითაც საკრებულოს 15 დეპუტატი ზაზა ჩაჩანიძის გადადგომას ითხოვდა. აქედან 13 „ქართული ოცნების“, ხოლო 2 „პატრიოტთა ალიანსის“ წევრი იყო. თავმჯდომარის იმპიჩმენტისთვის საკრებულოს დეპუტატების სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტია საჭირო.

 

  

ბორჯომის საკრებულო ერთადერთია, სადაც ოპოზიცია უმრავლესობას წარმოადგენს. საკრებულოს 28 დეპუტატიდან 15 ოპოზიციის წარმომადგენელია, 13 – „ქართული ოცნების“.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი