​საქართველოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს
28-03-2018, 15:12

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვიცე რემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ, საქართველოში ოფიციალურ ვიზიტად მყოფ, ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრთან ჟან ასელბორნთან შეხვედრა გამართა.

საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები. ჟან ასელბორნმა დადებითად შეაფასა ჩვენს ქვეყანაში გატარებული რეფორმების შედეგად მიღწეული პროგრესი და კვლავ დაადასტურა საქართველოს ევროპული გზისადმი მტკიცე მხარდაჭერა.

 

 

საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოსა და ლუქსემბურგს შორის ჩამოყალიბებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. მინისტრებმა აღნიშნეს, რომ მნიშვნელოვანია სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით არსებული პოტენციალის მაქსიმალურად ათვისება და ბიზნეს-წრეებს შორის ინტენსიური კავშირების ხელშეწყობა. ამ კონტექსტში ასევე ხაზი გაესვა, რომ საქართველომ წარმატებით დაიმკვიდრა ინვესტიციებისათვის ხელსაყრელი ქვეყნისა და მსხვილი ეკონომიკური (სატრანსპორტო, ენერგეტიკული და სხვა) პროექტების რეგიონული ცენტრის (ჰაბის) სტატუსი.

 

 

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით შექმნილ ურთულეს ვითარებას.

 

 

განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ტრაგიკულ ფაქტზე, რომელიც რუსეთის ოკუპაციისა და ანექსიის პოლიტიკას ემსხვერპლა. ამასთან, ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობებსა და გლობალური მნიშვნელობის სხვა საკითხებს.

 

 

მინისტრმა ასელბორნმა შეშფოთება გამოხატა არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე და კიდევ ერთხელ დააფიქსირა ლუქსემბურგის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 


შეხვედრის შემდეგ ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი პრეს-კონფერენცია გამართეს.

 

 

ჟან ასელბორმა ყვავილების გვირგვინით შეამკო საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი.

 

 

თბილისში ვიზიტის ფარგლებში ასევე შედგება ლუქსემბურგის საგარეო და ევროპულ საქმეთა მინისტრის შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან გიორგი მარგველაშვილთან და პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან თამარ ჩუგოშვილთან.



აღსანიშნავია, რომ მინისტრი ასელბორნი უკვე მეოთხედ სტუმრობს საქართველოს. მისი ვიზიტი ემსახურება როგორც ორმხრივ ურთიერთობებში ახალი დინამიკის შეტანას, ისე საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსისადმი ლუქსემბურგისა და პირადად მინისტრ ასელბორნის, როგორც თვალსაჩინო ევროპელი პოლიტიკოსისა და მოღვაწის, მხარდაჭერის კიდევ ერთხელ დადასტურებას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი