მოსკოვი იმედგაწბილებულია კვირიკაშვილის „დამაიმედებელი განცხადების“ „საპირისპირო“ ქმედებების გამო და მოუწოდებს თბილისს „ბოლოს და ბოლოს პირდაპირი დიალოგი დაიწყოს სოხუმთან და ცხინვალთან“
29-03-2018, 11:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჟენევაში ოთხშაბათს გამართულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში იმედგაწბილება არის გამოხატული ქართული დელეგაციის მიერ საქართველოს პრემიერ მინისტრის 9 მარტის „დამაიმედებელი განცხადების“ „საპირისპირო“ განცხადებების გაკეთების გამო და ქართული მხარისადმი მოწოდებაა გაკეთებული იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისმა ჟენევაში „ბოლოს და ბოლოს პირდაპირი დიალოგი დაიწყოს სოხუმთან და ცხინვალთან“.

 

 

„საპირისპიროდ საქართველოს პრემიერ მინისტრის, გ.კვირიკაშვილის 9 მარტის დამაიმედებელი განცხადებისა, რომელიც ჟენევაში მოლაპარაკებებზე პროგრესისკენ სწრაფვას გამოხატავდა, თბილისის წარმომადგენლებმა შეხვედრა პროპაგანდისტულ აქციად გადააქციეს. ააგო რა თავისი გამოსვლა გაცვეთილ თეზისზე „რუსული ოკუპაციის“ შესახებ, ქართული მხარე თავისი უუნარობის, დაარეგულიროს ურთიერთობები სოხუმთან და ცხინვალთან, კვლავაც რუსეთზე გადაბრალებას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას შეეცადა“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში მოსკოვის მხრიდან თბილისისთვის რეკომენდაციაც არის მიცემული იმასთან დაკავშირებით, რომ „ბოლოს და ბოლოს სერიოზულად დაფიქრდეს თავის მეზობლებთან ნდობის აღდგენაზე: დაიწყოს ჟენევაში პირდაპირი, ურთიერთპატივისცემაზე აგებული დიალოგი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან... გააუქმოს კანონი “ოკუპირებული ტერიტორიების“ შესახებ, შეწყვიტოს საზღვარგარეთ რესპუბლიკების კულტურულ-ჰუმანიტარული ღონისძიებების ჩაშლა“.

 


განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული მხარე ცდილობდა დისკუსიის ცენტრში მოექცია, ციტატა: „ეგრეთ წოდებული „ა. ტატუნაშვილის საქმე“, ბრალს სდებდა რა საქართველოს მოქალაქის სიკვდილში არა მხოლოდ სამხრეთ ოსეთს, არამედ რუსეთს“.

 


რუსეთი ასევე წუხილს გამოთქვამს, რომ არ მოხერხდა „კონსტრუქციული დიალოგი დისკუსიაში მონაწილეების ერთობლივი განცხადების პროექტზე ძალის გამოუყენებლობის შესახებ. ამჯერად მიუღებელი იყო ამერიკული ფორმულირებები, რომელიც 2008 წლის აგვსტოს მოვლენების ძველ თეზისებს უბრუნდებოდა“.

 


სერეგი ლავროვის უწყება ასევე შეშფოთებას გამოხატავს საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობის გამო და შიშობს, რომ თბილისი დასავლურ შეიარაღებას აფხაზეთსა და ცხინვალში საომარი მოქმედებებისთვის გამოიყენებს.

 


„რუსეთის, აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დელეგაციებმა სოლიდარულად გამოთქვეს თავიანთი შეშფოთება საქართველოს ნატოსთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ხაზი გაესვა იმის გარანტიის არარსებობას, რომ დასავლური იარაღით ინტენსიურად მომარაგებულმა საქართველომ კვლავ არ წამოიწყოს საომარი მოქმედებები თავის მეზობლებთან. ეს ქმნის რეგიონული სტაბილურობისთვის საფრთხეს სამხრეთ კავკასიაში“, აღნიშნულია განცხადებაში.

 

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის მიერ 9 მარტს რუსეთის ფედერაციის მისამართით გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამი იყო, რომ ქართული მხარე მზად არის, პირდაპირი დიალოგისათვის აფხაზებთან და ოსებთან და „მისასალმებელი იქნებოდა ამ თვალსაზრისით რუსეთის მხარის რეალურად კონსტრუქციული მიდგომა"

 

 

საქართველოს მთავრობის მეთაური განცხადებაში ასევე აღნიშნავდა, რომ ქართული მხარე დაინტერესებულია ჟენევის დისკუსიებში რეალური პროგრესის მიღწევით, რისთვისაც გიორგი კვირიკაშვილი აღნიშნულ საერთაშორისო დისკუსიების პროცესში პირადი ჩართვის მზაობასაც გამოხატავდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი