საქართველო რუს დიპლომატს აძევებს
29-03-2018, 15:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საგარეო უწყება საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს მიუღებელ პიროვნებად აცხადებს და მოითხოვს მის მიერ ქვეყნის დატოვებას 7 დღის ვადაში.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.

 

 

„საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ქიმიური იარაღის გამოყენების ფაქტს, რამაც გამოიწვია სამი ადამიანის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და სერიოზული საფრთხე შეუქმნა სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღნიშნული წარმოადგენს სერიოზულ გამოწვევას საერთო უსაფრთხოებისთვის.

 

 

სამინისტრო გამოხატავს სოლიდარობას გაერთიანებული სამეფოსადმი, იზიარებს გაერთიანებული სამეფოსა და საერთაშორისო საზოგადოების პოზიციას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და შესაბამისად, მიუღებელ პიროვნებად აცხადებს საქართველოში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოს რუსეთის ინტერესების სექციის თანამშრომელს და მოითხოვს მის მიერ საქართველოს დატოვებას 7 დღის ვადაში", აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

 

 

რუსეთის ფედერაციასა და დიდ ბრიტანეთს შორის ურთიერთობები მკვეთრად გაუარესდა მას შემდეგ, რაც 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში ბრიტანეთის მოქალაქეზე, ყოფილ რუს ჯაშუშ სერგეი სკრიპალსა და მის 33 წლის ქალიშვილ იულიაზე ქიმიური თავდასხმა განხორციელდა, რაშიც ბრიტანულმა მხარემ ბრალი რუსეთს დასდო და შედეგად ქვეყნიდან 23 რუსი დიპლომატი გააძევა.

 


ბრიტანეთის შემდეგ კი, თითქმის 30-მა ქვეყანამ, მათ შორის შეერთებულმა შტატებმა, და ასევე ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა, საერთო ჯამში 150-ზე მეტი რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა კი ყველაზე მეტი, 60 რუსი დიპლომატი გააძევა.

 


რუსეთი კატეგორიულად უარყოფს მის რაიმე ფორმით ჩართულობას სკრიპალის მოწამვლაში და დიდ ბრიტანეთს ახსენებს, რომ სოლსბერის სიახლოვეს ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს ქიმიური ლაბორატორია მდებარეობს, თუმცა ფაქტია, რომ სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იმ ქიმიური ნივთიერებით, ე.წ. ნოვიჩოკით არიან მოწამლულები, რომელიც მხოლოდ რუსეთში იწარმოება.

 


სერგეი და იულია სკრიპალები ამ დრომდე საავადმყოფოში კრიტიკულ, მაგრამ სტაბილურ მდგომარეობაში რჩებიან.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი