„რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება“ - კახა იმნაძე
29-03-2018, 17:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ-იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოში ღია დებატები გაიმართა თემაზე: “Collective Action to Improve UN Peacekeeping Operations’ - Supporting greater impact and performance in today’s complex and high-risk environments”.

 

 

დებატებში მონაწილეობა მიიღო გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა კახა იმნაძემ, რომელმაც საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასა და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე.

 

 

„რუსეთის ოკუპაციამ საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონები გადააქცია ტერიტორიებად, სადაც მკვლელობა და წამება დაუსჯელი რჩება, რასაც ადასტურებს 22 თებერვალს იძულებით გადაადგილებული პირის/საქართველოს მოქალაქის არჩილ ტატუნაშვილის ძალადობრივი სიკვდილი. საოკუპაციო რეჟიმმა გარდაცვლილის ცხედარი ქართულ მხარეს მხოლოდ რამდენიმე დღის წინ გადმოსცა, სამედიცინო ექსპერტიზამ დაადასტურა მისი წამების აშკარა კვალი“, განაცხადა კახა იმნაძემ.

 

 

როგორც გაეროსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა აღნიშნა მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არასდროს უსარგებლია სრული მანდატის სამშვიდობო ოპერაციით, გაეროს სადამკვირვებლო მისიამ 1993 წლიდან გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოში უსაფრთხოების მიღწევის კუთხით. კახა იმნაძის განცხადებით 2009 წელს გაეროს უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედმა წევრმა ვეტო დაადო საქართველოში გაეროს სადამკვირვებლო მისიის მანდატის გაგრძელებას, რითაც გაეროს ისტორიაში ძალზედ საშიში პრეცედენტი შეიქმნა.



მუდმივი წარმომადგენლის შეფასებით, UNOMIG-ის მანდატის იძულებით შეწყვეტამ, რასაც წინ უსწრებდა ეუთოს მისიის საქმიანობის დასრულება, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში საერთაშორისო ყოფნის თვალსაზრისით სრული ვაკუუმი შექმნა. მისი თქმით, გაერო-ს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის შეფასებით, ეს რეგიონები ადამიანის უფლებათა დარღვევებისთვის ხელსაყრელ შავ ხვრელებად და მსოფლიოში „ერთ-ერთ ყველაზე მიუწვდომელ ადგილებად“ აქცია.

 

 

კახა იმნაძის განცხადებით, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა ადგილზე უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნის საჭიროებაზე მიუთითებს, როგორც ეს რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამდგომლობით მიღწეული შეთანხმებითაა გათვალისწინებული.

 

 

„ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვერ ხერხდება რაიმე პროგრესის, ან თუნდაც შინაარსიანი დისკუსიის გამართვა, ხოლო საბჭო დგას იმ რეალობის წინაშე, როდესაც პოლიტიკის უპირატესი მნიშვნელობა არ იძლევა ესოდენ საჭირო სამშვიდობო მანდატების შექმნის შესაძლებლობას კონფლიქტურ რეგიონებში, სადაც ცენტრალური ხელისუფლება თავის იურისდიქციას ვერ ახორციელებს“, განაცხადა კახა იმნაძემ, როგორც ამას საქართველოს საგარეო უწყება იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი