თემირლან მაჩალიკაშვილის მამა: უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი - მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს
30-03-2018, 13:36

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თემირლან მაჩალიკაშვილის მამა მალხაზ მაჩალიკაშვილი ადვოკატთან ერთად თბილისის პროკურატურაში მივიდა.

 

 

მალხაზ მაჩალიკაშვილმა პროკურატურაში შესვლამდე მედიის წარმომადგენლებთან განაცხადა, რომ მისი შვილი „უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს".

 

 

„ჩვენ ყველამ ვიცით, როგორ უკანონოდ და უდანაშაულოდ დახვრიტეს ჩემი შვილი, თემირლანი საკუთარ საწოლში. იმ ღამეს მე მქონდა ყველაფრის უფლება, რომ გამეგო რა ხდებოდა იქ. მე ვიყავი თავისუფლებააღკვეთილი, აყვანილი, შეიძლება ითქვას, მძევლად. არანაირი საშუალება არ მქონდა მენახა რა ხდებოდა. მე რომ ყველაფერი გამეგო, ალბათ, ვუშველიდი ჩემს შვილს. დროულად გადავიყვანდი ან რამე. არ დავუშვებდი იმ შეცდომებს, რაც მათ დაუშვეს. ის ჩადებაც და მთლიანობაში რაც მოხდა, საზიზღრობაა ყველაფერი“, განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 

 

მაჩალიკაშვილების ადვოკატის, მარიამ კუბლაშვილის თქმით, პროკურატურაში მოხდება მაჩალიკაშვილის გამოკითხვა, თუ რა ხდებოდა მათ ოჯახში სპეცრაზმის შესვლის ღამეს.

 

 

19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი 2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-ის მიერ პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას თავის არეში დაიჭრა. იგი 10 იანვარს წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი