ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე გირაოთი გათავისუფლდა
30-03-2018, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ზაზა ბაქრაძე გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. ბაქრაძეს აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა შეეცვალა და 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.

 

 

ამის თაობაზე შუამდგომლობა ბრალდებულის ადვოკატმა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღევანდელი სხდომის დასრულებამდე დააყენა.

 

 

ზაზა ბაქრაძე სასმართლოს ჩვენებას ორი პროცესის განმავლობაში, დაახლოებით, 8 საათის განმავლობაში აძლევდა.

 

 

მისი მტკიცებით, 2004 წელს შემთხვევის ადგილი გააყალბეს, მითითებებს კი, ბრალდებულები – ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე იძლეოდნენ.

 

 

ბაქრაძის თქმით, მან 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძის მეგობარს ხელყუმბარა პირადად ჩაუდო. მოწმემ ბრალდების მტკიცებულებების გამოკვლევის დროს თქვა, რომ მტკიცებულებების ფალსიფიკაციას ბრალდებულები ზურაბ მიქაძე და გურამ დონაძე ახდენდნენ. მისივე ინფორმაციით, მტკიცებულებების გაყალბებაში მონაწილეობდნენ ასევე დავით იაშვილი და ირაკლი ფირცხალავა.

 

 

ზაზა ბაქრაძეს ბრალად უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და მტკიცებულებების ფალსიფიკაცია ედება. ის წლების განმავლობაში მიმალვაში იმყოფებოდა, 28 თებერვალს კი უკრაინიდან დაბრუნდა. ყოფილი მაღალჩინოსანი ბრალს აღიარებს.

 

 

ბუტა რობაქიძის სიცოცხლის მოსპობისას უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და მტკიცებულებების ფალსიფიკაციას, ახალი გამოძიების პირობებში, ბრალდების მხარე ხუთ პირს – ზაზა ბაქრაძეს, გურამ დონაძეს, ზურაბ მიქაძეს, ირაკლი ფირცხალავასა და და დავით იაშვილს ედავება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი