მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმეზე, ნარკოტიკული საშუალების შემოტანის ორგანიზებისთვის „კატასტროფის მედიცინის ცენტრის“ ხელმძღვანელის შვილი დააკავეს
30-03-2018, 17:48

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი მძიმე ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავა. აღნიშნულთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ, დავით ლაცაბიძემ და ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

 

 

როგორც შსს-ში გაკეთებული განცხადებებიდან ირკვევა, საქმე მსახიობ გიორგი გიორგანაშვილის საქმესა და გასულ წელს, თურქეთიდან, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალების შემოტანას ეხება.

 


„ორგანიზებული ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სამინისტროს თანამშრომლებმა არაერთი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფი გამოავლინეს და დააკავეს, რომლებსაც ქვეყანაში ნარკოტიკული საშუალებები უკანონოდ შემოჰქონდათ.

 

 

ამჯერად, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია კიდევ ერთი გახმაურებული ნარკოდანაშაულის შესახებ, რომელიც გამოვლენილია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საქართველოს მთავარი პროკურატურის თანამშრომლობის შედეგად.

 

 

რამდენიმე თვის განმავლობაში ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, გამოვავლინეთ და დავაკავეთ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი, რომელმაც თანამზრახველებთან ერთად დაგეგმა და ქვეყანაში უკანონოდ შემოიტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

 

მიმდინარე წლის 30 მარტს, ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვის და ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ბრალდებით, დაკავებულ იქნა დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორი - ი.ქ., რომლის ორგანიზებით, დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

 

2017 წლის იანვარში ი.ქ. შეუთანხმდა თავის ნაცნობებს - გ.გ.-სა და ჯ.ხ.-ს, რომ მათ უცხოეთიდან საქართველოში უკანონოდ შემოეტანათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება. ი.ქ.-მ, გ.გ.-მ და ჯ.ხ.-მ აღნიშნული დანაშაულის განხორციელების გეგმა შეიმუშავეს და როლები გაინაწილეს.

 

 

შეთანხმებისამებრ, გ.გ. ი.ქ.-ს ფინანსური დახმარებით გაემგზავრა საზღვარგარეთ, სადაც 2017 წლის 18 იანვრიდან 2017 წლის 24 იანვრის ჩათვლით პერიოდში იმყოფებოდა.

 

 

მან ამ დროის განმავლობაში უკანონოდ შეიძინა განსაკუთრებით დიდი ოდენობით „ბუპრენორფინის“ შემცველი, დაახლოებით, 900 აბი ნარკოტიკული საშუალება.

 

 

ზემოაღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ორგანიზების მიზნით, ი.ქ.-მ განახორციელა შემდეგი ქმედებები:

 

 

2017 წლის იანვრიდან იგი, ფაქტობრივად, დირექტორის ფუნქციებს ასრულებდა მამამისის - თ.ქ.-ს კუთვნილ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“, რომელიც პაციენტებს რეანომობილით ტრანსპორტირების მომსახურებას უწევდა, მათ შორის, საზღვარგარეთ. ისარგებლა რა აღნიშნულით, ი.ქ.-მ შპს „კატასტროფის მედიცინის ცენტრში“ რეანომობილის მძღოლად მუშაობა დააწყებინა მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ ჯ.ხ.-ს.

 

 

ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, ჯ.ხ. 2017 წლის 23 იანვარს რეანომობილით უნდა გამგზავრებულიყო თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონში, სადაც მას შეხვდებოდა გ.გ. და გადასცემდა ნარკოტიკულ საშუალებებს, რომლებსაც ჯ.ხ. რეანომობილში მოათავსებდა. ამგვარი შენიღბული გზით, ჯ.ხ. ნარკოტიკულ საშუალებებს უკანონოდ შემოიტანდა საქართველოში, შემდეგ კი ი.ქ.-ს გადასცემდა. რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, ი.ქ.-ს მითითებით, ჯ.ხ. დაუკავშირდა მათ საერთო ნაცნობს - ლ.შ.-ს, რომელსაც რეანომობილით საზღვარგარეთ ტრანსპორტირების არანაირი სამედიცინო საჭიროება არ გააჩნდა.

 

 

მიუხედავად ამისა, ი.ქ.-მ დაიყოლია ლ.შ., 2017 წლის 23 იანვარს ჯ.ხ.-ს რეანომობილით წაჰყოლოდა ქალაქ ტრაპიზონში, იმ მოტივით, რომ მას თურქეთში სისხლის ანალიზს აუღებდნენ. ი.ქ. დაჰპირდა ლ.შ.-ს, რომ ტრანსპორტირებისა და სამედიცინო პროცედურისთვის საჭირო თანხას თავად გადაუხდიდა. ი.ქ.-მ, რეანომობილის თურქეთში გამგზავრების დანაშაულებრივი მიზნის შესანიღბად, მის მიერ ხელოვნურად მოძიებულ პაციენტს კატასტროფის მედიცინის ცენტრის ექიმი და ექთანი გააყოლა.

 

 

2017 წლის 23 იანვარს ექიმი, ექთანი და ხელოვნურად შერჩეული პაციენტი თურქეთის მიმართულებით გაემართნენ რეანომობილით, რომელსაც ჯ.ხ. მართავდა. გზაში რეანომობილი გაფუჭდა, რის გამოც ექიმსა და ექთანს თბილისში დაბრუნება სურდათ, ვინაიდან ლ.შ.-სთვის სისხლის ანალიზის აღება გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას არ წარმოადგენდა. მიუხედავად ამისა, დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანის მიზნით, ი.ქ.-მ არ დააბრუნა ისინი თბილისში და კატასტროფის მედიცინის ცენტრის ახალციხის ფილიალიდან სხვა რეანომობილი გამოიძახა. ჯ.ხ. არ დარჩა გაფუჭებულ რეანომობილთან და გამოძახებულ რეანომობილს თურქეთში თვითონაც წაჰყვა, ვინაიდან დანაშაულებრივი გეგმის შესაბამისად, სწორედ იგი უნდა შეხვედროდა ქ. ტრაპიზონში გ.გ.-ს და დანაშაულის შენიღბვისა და გაადვილების მიზნით, საქართველოში რეანომობილით წამოეღო ნარკოტიკული საშუალებები.

 

 

2017 წლის 24 იანვარს ქალაქ ტრაპიზონში, ერთ-ერთი საავადმყოფოს ტერიტორიაზე, ჯ.ხ. ფარულად შეხვდა გ.გ.-ს, რომელმაც, საქართველოში უკანონოდ შემოტანის მიზნით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „ბუპრენორფინის“ შემცველი 900-მდე აბი გადასცა, რომლებიც ჯ.ხ.-მ რეანომობილში მოთავსებულ სამედიცინო ინვენტარის ყუთში დამალა. მან ნარკოტიკული საშუალებები 2017 წლის 24 იანვარს სასაზღვრო გამშვები პუნქტი „სარფის“ გამოვლით, საქართველოში უკანონოდ შემოიტანა.

 

 

2017 წლის 24 იანვარს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულ იქნა ჯ.ხ., რომლის მითითებითაც, რეანომობილში არსებული სამალავიდან ამოღებულ იქნა თურქეთიდან უკანონოდ შემოტანილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება.

 

 

ამ დროისთვის, ჯ.ხ. უკვე მსჯავრდებულია და სასჯელის სახით განსაზღვრული აქვს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო გ.გ.-ს, რომელიც, ასევე, გასამართლებულია სხვა დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ განსაზღვრული აქვს 8 წლით თავისუფლების აღკვეთა, ი.ქ.-სთან ერთად წარედგინება ბრალდება, ორგანიზებული ნარკოდანაშაულის ჩადენისათვის.

 

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, 262-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით", აღინიშნა ბრიფინგზე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი