გიორგი მარგველაშვილი: იმ პირებს, ვინც კანონით არიან ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, ჩვენ დღეს თავისი უფლებების აღსადგენად რეალურ მექანიზმს ვაძლევთ ხელში
02-04-2018, 12:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ე.წ. გირგვლიანის შესწორებებთან დაკავშირებით ადვოკატთა ასოციაციასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა.

 

 

მემორანდუმის მიზანი იმ ღონისძიებების მხარდაჭერაა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოში 2005-2012 წლებში რეპრესირებული ადვოკატებისთვის და 05.12.2012 წლის #76-Iს დადგენილებით პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ, ან დევნილ პირად მიჩნეული მსჯავრდებულების საქმეების შესწავლასა და სამართლებრივი მნიშვნელობის მქონე, მარეაბილიტირებელი გარემოებების დადგენას, რაც შესაძლებლობას მისცემს პირს, აღიდგინოს სამართლიანი სასამართლოს დარღვეული უფლება.

 


საქართველოს პრეზიდენტმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა, რომ 2012 წელს მიღებული საკანონმდებლო აქტის შემდეგ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ ან დევნილ პირთა უფლებების აღსადგენად ქმედითი ნაბიჯები ამ დრომდე არ გადადგმულა. გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, აუცილებელია, ადამიანებს, რომლებსაც კანონით მიეცათ პოლიტპატიმრის სტატუსი, ჰქონდეთ თავისი სიმართლის მტკიცების შესაძლებლობა.

 


"სამწუხაროდ, ამ წლების განმავლობაში, საქმე მნიშვნელოვნად ამ ნაბიჯის იქით წინ არ წასულა. არაერთხელ მივეცით ჩვენ პოლიტიკური შეფასება და ხაზი გავუსვით საჭიროებას ამ საქმეების და ამ პროცესის ბოლომდე მიყვანის თაობაზე, თუმცა, სამწუხაროდ, ეს საკითხი ჯერ კიდევ არ არის გადაწყვეტილი და მეტსაც ვიტყვი, ამ ეტაპზე ჩვენ გარკვეულწილად უკანმიმავალი პროცესი დავინახეთ, მაშინ, როდესაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მაგივრად, რასაც მოელოდა ქართული საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში მივიღეთ ისეთ დანიშვნები, რომელმაც გულწრფელი აღშფოთება გამოიწვია ქართულ საზოგადოებაში", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


როგორც გიორგი მარგველაშვილმა ე.წ. გირგვლიანის შესწორებებზე საუბრისას აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ დასახელებული ინიციატივით გასწორდეს უსამართლობა, რომელიც სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც თავად ახორციელებდა დევნას.

 


“ამ წლის დასაწყისში კიდევ ერთხელ გაჩნდა ინიციატივა, ე.წ. გირგვლიანის შესწორებების განხორციელების, რომელსაც, ბუნებრივია, მე მხარი დავუჭირე, თუმცა დღემდე რაიმე რეალური დოკუმენტი, რომლის თაობაზეც ჩვენ შევძლებდით საუბარს, ჩვენს ხელთ არაა. ჩვენ აღვნიშნეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელიც უნდა იყოს გირგვლიანის შესწორებებში. რა თქმა უნდა, ეს უნდა იყოს თვითონ სამართლებრივი დევნის იურიდიული ბაზის დახვეწა, მაგრამ არამხოლოდ; აუცილებელია, რომ ამ შესწორებებით გასწორდეს ის უსამართლობა, რომელიც საკუთრივ სამართალდამცავ და სასამართლო სისტემაში იმ ადამიანების სახით არსებობს, ვინც ახორციელებდა ამ დევნას, ვის სახელებსაც უკავშირდება თუნდაც პოლიტპატიმრების ის სია, ვისი ყოველდღიური შესრულებითაც ხორციელდებოდა დევნა და შემდეგ სასამართლო სისტემაში ამ ადამიანებისათვის განაჩენის გამოტანა.

 


ჩვენ დავიწყეთ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. ჩვენ მოვიწვიეთ გაეროს წარმომადგენელი იმისთვის, რომ დაგვეხმაროს ამ ძალიან რთული ვითარების გადასალახად და მოგვცეს რჩევა ამ მიმართულებით. მეორეს მხრივ იმ პირებს, ვინც არიან კანონით ცნობილი პოლიტიკურ დევნილებად, ჩვენ დღეს ვაძლევთ ხელში რეალურ მექანიზმს თავისი უფლებების აღდგენის", განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 


დღეს გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებს იმ დროებითი კომისიის მუშაობას, რომელიც ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელმა საბჭომ უკვე შექმნა. "უახლოეს წარსულში სისხლის სამართლებრივ დევნას და მსჯავრდებას დაქვემდებარებულ (რეპრესირებულ) ადვოკატთა რეაბილიტაციის" დროებითი კომისია რეპრესირებული ადვოკატებისა და პოლიტპატიმრად აღიარებული პირების მიმართვის შემთხვევაში, შეისწავლის მათ საქმეებს, მოამზადებს დასკვნებს და დაეხმარება, მიმართონ სასამართლოს მათი საქმეების ხელახლა განხილვის მიზნით. კომისია ასევე დაეხმარება ზემოაღნიშნულ პირებს მიმართონ პროკურატურას მათ საქმეებში სამართალდამცავ ორგანოთა წარმომადგენელთა მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის გამოძიების მოთხოვნით.

 


მემორანდუმს ხელი საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარემ მოაწერეს.

 

 

ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი