გიგი უგულავას ადვოკატებმა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს (ვიდეო)
06-02-2014, 12:39

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საკონტიტუციო სასამართლოში, თბილისის ყოფილი მერის გიგი უგულავას ადვოკატებმა, დღეს, არჩევითი თანამდებობების პირის ზეპირი მოსმენის გარეშე გადაყენებასთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანეს.

 


გიგი უგულავას განცხადებით, სარჩელის მიზანი და მისი სურვილი მერის ოფისში დაბრუნება არ არის, მითუმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 5 თვეში საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია და შესაბამისად, საქართველოს მოსახლეობა ახალ მერებსა და გამგებლებს აირჩევს.

 


"სარჩელი ჩემი უფლებამოსილების უკანონო შეწყვეტას ეხება. სარჩელის მიზანი არის ფართო და არ დაიყვანება რომელიმე კონკრეტულ პერსონალიამდე და არც ჩემამდე. ამ სარჩელით გინდა დავამსხვრიოთ ის ჩამოყალიბებული სტერეოტიპი და ის ტენდეცია, რომელიც საქალაქო და შემდეგ სააპელაციო სასამართლომ შექმნა, კერძოდ ის, რომ ნებისმიერ მთავრობას, რომელსაც არ მოეწონება ნებისმიერ ქალაქში თუ რაიონში არჩეული მერი ან გამგებელი, მას შეეძლოს სასამართლოს გამოყენებით ჩამოაშოროს არჩეული პირი თანამდებობას და შემდეგ, წლების მანძილზე მან ამტკიცოს უდანაშაულობა, იმის მაგივრად, რომ დანაპირები შეასრულოს"- განაცხადა უგულავამ.

 

 

უგულავას განმარტებით, ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან თვითმმართველობა უნდა განვითარდეს, ყველა მერი და გამგებელი პირდაპირი წესით უნდა აირჩეს, ისინი უნდა იყვნენ დამოუკიდებელი თავის ქმედებაში და ანგარიშვალდებული ხალხთან.

 

 

"მეორე და მნიშვნელოვანი არგუმენტი არის, რომ ერთხელ და სამუდამოდ, ყველა მთავრობას, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, გაუქრეს სურვილი თავისი პოლიტიკური ოპონენტი სასამართლოს გზით და ხელით დაჩაგროს და დასაჯოს. ჩემს შემთხვევაში, კარგად გამოჩნდა, რომ სასამართლოს საშუალებით დღევანდელმა მთავრობამ თავისი პოლიტიკური არჩეული ოპონენტი მოიშორა თავიდან"- განაცხადა უგულავამ.

 

 

 

მისი თქმით, სასამართლო უნდა იყოს მხოლოდ მართლმსაჯულების ადგილი და პოლიტიკოსებმა დავა და ოპონირება პოლიტიკურ სივრცეში უნდა გადაიტანონ. უგულავა იმედოვნებს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ფართოდ შეხედავს პრობლემას.

 

 

 

"ჩვენ არ ვდაობთ იმაზე, რომ არჩეული მერი საერთოდ არ შეიძლება იყოს გადაყენებული. არჩეული თანამდებობის პირის გადაყენების სტანდარტი არ შეიძლება იყოს ის, რა სტანდარტიც გამოიყენა საქალაქო და სააპელაციო სასამართლომ, როდესაც ღამის პირველ საათზე მხარეების მონაწილეობის გარეშე მოხდა არგუმენტების გაცნობის გარეშე, თანამდებობის პირის გადაყენება. ჩვენ თუ ეს პრეცედენტი დღესვე არ მოვკალით, ხვალ და ზეგ პრაქტიკა გახდება და შემდეგ უკვე თვითმმართველობა საქართველოში საერთოდ დასამარდება"- განაცხადა უგულავამ.

 

 

2013 წლის 23 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ გიგი უგულავას უფლებამოსილება შეუჩერა.

 

 

                                                                 

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.newspress.ge/samarthali/36611-ugulavas-advokatebma-sakonstitucio-sasamarthloshi-sarcheli-sheitanes.html 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი