გიორგი კვირიკაშვილი: „ქართული ოცნების” კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობა სურს
02-04-2018, 15:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი მიზანია პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციური მშენებლობა, რათა განსაკუთრებით რეგიონებში მაქისმალური იყოს ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა, განაცხადა პრემიერ მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების“ რუსთავის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას.

 

 

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, „ქართული ოცნების” კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც ქვეყნის მშენებლობაში მონაწილეობა სურს.

 

 

„მოგეხსენებათ, 70 წლის იუბილე უსრულდება ქალაქ რუსთავს. ძალიან მიხარია, რომ ასეთ დროს მოგვიწია ჩამოსვლა ამ მართლაც ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში და მის ცენტრში საუბარი იმაზე, რა მიღწევები გვაქვს. მინდა, ჩვენი პარტიის აქტივისტებმა იცოდნენ ამ მიღწევების შესახებ, ვინაიდან, ეს გარკვეულწილად სიამაყის გრძნობას მატებს თითოეულ ჩვენგანს, რადგან ამ მიღწევებში ყველა თქვენგანის როლი ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ თქვენი აქტივობისთვის, ვინაიდან ამის გარეშე შეუძლებელია, პარტიამ მიაღწიოს წარმატებას. ჩვენი მიზანია, პარტიული ორგანიზაციის გაძლიერება, ინსტიტუციური მშენებლობა, რათა განსაკუთრებით რეგიონებში მაქისმალური იყოს ჩვენი მოსახლეობის ჩართულობა. პარტიის კარი ღიაა ყველასთვის, ვისაც სურს, ქვეყნის მშენებლობაში მიიღოს მონაწილეობა, მაგრამ აუცილებელია, დავუფასოთ ღვაწლი იმ ადამიანებს, რომლებიც პარტიის დაარსების პირველივე დღიდან, 2011 წლის შემოდგომიდან ჩვენს გვერდით დგანან და ქვეყნის ისტორიის უმნიშვნელოვანეს მონაკვეთში აქტიურ მონაწილეობას იღებდნენ ჩვენი ქვეყნის მშენებლობაში.... მადლობა ყველს, ვინც გულანთებული დგას ჩვენს გვერდით და ამ წარმატებას აშენებს. ჩვენი მიზანია ასევე ის, რომ ახალგაზრდობის ჩართულობა იყოს კიდევ უფრო ფართო, რადგან ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდების ჩართულობის გარეშე დინამიური ორგანიზაციის მშენებლობა წარმოუდგენელი იქნება. მინდა, ძალიან ვთხოვო ყველა ახალგაზრდას, აქტიურად ჩაერთონ, გამოთქვან იდეები, რადგან ჩვენ მათ აუცილებლად მოვუსმენთ”, განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი