ბავშვები სკოლაში 5-ის ნაცვლად ისევ 6 წლის ასაკიდან შევლენ?
06-02-2014, 13:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში გამართულ დასკვნით სამუშაო შეხვედრაზე რეკომენდაცია შეიმუშავეს, რომლის თანახმადაც სასკოლო ასაკი 5-ის ნაცვლად, სავარაუდოდ, ისევ 6 წლით განისაზღვრება.

 

 

შეხვედრის მონაწილეების ინფორმაციით, 2014-2015 სასწავლო წელი გარდამავალი პერიოდი იქნება და სასკოლო ასაკის მქონედ მიჩნეული იქნებიან ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით უსრულდებათ. ყოველი შემდგომი სასწავლო წლისთვის კი სასკოლო ასაკის ბავშვებად ისინი ჩაითვლებიან, ვისაც 6 წელი სასწავლო წლის დაწყებამდე შეუსრულდება.

 

 

შეხვედრის მონაწილეების შეფასებით, სათანადო საკანონმდებლო ცვლილების ინიცირება დადებით შედეგს მოიტანს, ვინაიდან 5 წლის ბავშვს, ემოციური და ფსიქოსოციალური მდგომარეობიდან გამომდინარე, სასკოლო მზაობა არ აქვს.

 

 

 

 

 

 

 

 

http://www.mes.gov.ge/content.php?id=4994&lang=geo 

კომენტარები: 4
#4   ნანა
      
რა სისულელეა.ცოტა დაფიქრდნენ კანონს რომ იღებენ. რატომ მშობლებს არ ეკითხებიან.1 თვის გულისთვის კარგავს ჩემი შვილი წელს და თან 12 წელი უნდა ისწავლოს.ვაპროტესტებ.
27 ნოემბერი 2014 10:45
#3   marika
      
ვიზიარებ და ვეთანხმები მშობელთა პოზიციას,რომელთა აზრით იმ ბავშვებს რომელთაც უსრულდებათ დეკემბრამდე ექვსი წელი,მიეცეთ სკოლაში შესვლის უფლება ხუთი წლის ასაკში.
ისედაც 12 წლიანი სწავლების პირობებში ეს ფაქტი ნამდვილად გასათვალისწინებელია.და საერთოდ იქნებ დავფიქრდეთ იმაზე თუ რას აძლევს მე–12 კლასი ჩვენს მოსწავლეებს???
8 მაი 2014 07:30
#2   ნარი
      
მე პედაგოგი ვარ და მეც არ ვეთანხმები მაგ კანონის მოიღებას მართლა რა დააშავა იმ ბავშვმა ვინც სექტემბრის ბოლოს ხდება ექვსი წლის,ვიზიარებ მშობლების პოზიციას,უნდა იყოს დეკემბრამდე ვისაც უსრულდება ექვსი წელი
4 აპრილი 2014 22:12
#1   manana
      
ძალიან არ მომწონს და ძალიან უარყოფითად ვარ განწყობილი,ჩემი შვილი 2015 წლის 26 სექტემბერს ხდება 6 წლის და 10 დღის გულისთვის ერთი წელი უნდა გაუცდეს ძალიან განვიცდი ამ ამბავს ,და ჩემს გარშემო ჩემს დღეში უამრავი მშობელია, უნდა მიიღონ დეკემბრამდე ვისაც უსრულდება ექვსი წელი და არა სასწავლო წლის დაწყებამდე..............ძალიან გთხოვთ გაითვალისწინოთ,მშობლების უარყოფითი დამოკიდებულება ამ საკითხთან დაკავშირებით...
30 მარტი 2014 12:20
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი