თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე 22 წლის გოგონას ყელი გამოჭრეს, მიყენებული ჭრილობის შედეგად, იგი გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2" ავრცელებს.
„გოგონას, რომელსაც ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა ყელი გამოჭრა, 2 შვილი ჰყავს. როგორც ცნობილია, შემთხვევა ბავშვების თანდასწრებით მოხდა.
თვითმხილველები ყვებიან, რომ დაინახეს მამაკაცი, რომელიც ფანჯრიდან გადახტა და გაიქცა, თუმცა მისი სახე არ დაუნახავთ.
22 წლის გოგო ბარნოვის ქუჩაზე დის ბინაში იმყოფებოდა, რომელიც ნაქირვები იყო.
გარდაცვლილის მშობელი და ნათესავები დაკითხვაზე არიან გადაყვანილები", აღნიშნულია ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები იმყოფებიან.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ჯერჯერობით არ გაუკეთებია.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.