ოთარ კახიძე: პრეზიდენტს, როდესაც საქმე ეხება მანიაკ მოძალადეებს, რატომღაც შეწყალების პრეროგატივის გამოყენება საჭიროდ მიაჩნია
16-04-2018, 16:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ოთარ კახიძე პრეზიდენტის ნაბიჯს, ბარნოვის ქუჩაზე 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირის, ვეფხია ბაქრაძის შეწყალების თაობაზე, აკრიტიკებს და აცხადებს, რომ პარტიისთვის გაუგებარია, რა გარემოებებს ითვალისწინებს გიორგი მარგველაშვილი, როდესაც კახიძის განცხადებით, მანიაკ მოძალადეებსა და ნარკორეალიზატორებს იწყალებს.

 

 

„საქართველოს პრეზიდენტს არ ანაღვლებს, როდესაც ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს მე-18 მუხლის დარღვევას, ამ დროს მას მიაჩნია, რომ მართლმსაჯულების ხარვეზების გასწორება მისი საქმე არ არის. მაგრამ როდესაც საკითხი ეხება მანიაკ მოძალადეებს და ნარკორეალიზატორებს, ამ შემთხვევაში რატომღაც შეწყალების პრეროგატივის გამოყენება საჭიროდ მიაჩნია.

 


როგორც ჩანს, პრეზიდენტისთვის სხვა გარემოებები უფრო მნიშვნელოვანია. არ ვიცი ეს შეიძლება იყოს ნეპოტისტური თუ რაიმე სხვა ინიციატივები. ვინაიდან ლოგიკას ჩვენ „ევროპული საქართველო“ მის ამ ნაბიჯში ვერ ვხედავთ", განაცხადა ოთარ კახიძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

პრეზიდენტს ბაქრაძის შეწყალების გამო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაც" აკრიტიკებს. პარტიის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, როდესაც პრეზიდენტი არ იყენებს შეწყალების უფლებას „პოლიტიკური რეპრესიის რეჟიმთან“ დასაპირისპირებლად, „გაუგებარია, რა მოტივაციით მოხდა მოძალადის შეწყალება“.

 

 

ვეფხია ბაქრაძე მკველობის ბრალდებით 14 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

 

2015 წელს ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

 

 

 

ბაქრაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

 

 

„უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა", აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი