გედევან ფოფხაძე: „ქართულ ოცნებასა” და „ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ალიანსი შეუძლებელია
17-04-2018, 12:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის განცხადებას პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ეხმაურება.

 

 

გიორგი აბაშიშვილის განცხადებაზე, რომ „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მონაწილეობით მიმდინარეობს ახალი საკონსტიტუციო უმრავლესობის ფორმირება, რომლის გამაერთიანებელი დღეს არის საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ ბინძური კამპანიის წარმოება, გედევან ფოფხაძე ამბობს, რომ „ქართულ ოცნებასა” და „ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებებია, პოლიტიკურ ძალებს შორის რაიმე გაერთიანება შეუძლებელია.

 

 

„პარლამენტში მსგავს ტენდენციებს ჯერ ვერ ვხედავ. პრეზიდენტის საწინააღმდეგო კამპანიას არავინ აწარმოებს. არ მგონია, რომ აქცენტი ამაზე ყოფილიყო. გუნდის შიგნით გარკვეული წესების ფორმირება ხდება. ყველაზე აქტუალურიც ესაა. „ქართულ ოცნებასა” და „ევროპულ საქართველოს” შორის იმდენად განსხვავებული ღირებულებითი ფასეულობებია, ასეთი ალიანსი ფაქტიურად შეუძლებელია”, განაცხადა ფოფხაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი