ფიქრია ჩიხრაძის განცხადებით, პრეზიდენტის წინააღმდეგ „ბინძურ პიარკამპანიას“ „ქართული ოცნება“ და „ევროპული საქართველო“ „ორკესტრირებულად“ აწარმოებენ
17-04-2018, 15:59

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი პოლიტიკურ საკითხებში, ფიქრია ჩიხრაძე გიორგი მარგველაშვილის მიერ ბარნოვის ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული ვეფხია ბაქრაძის შეწყალების თაობაზე მმართველი გუნდისა და „ევროპული საქართველოს" მიერ გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს ეხმაურება.

 


ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება" და „ევროპული საქართველო" პრეზიდენტ მარგველაშვილის წინააღმდეგ ბინძურ პიარკამპანიას ორკესტრირებულად აწარმოებენ.

 

 

პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის აზრით, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის შეთანხმებულად მოქმედებაზე, შეწყალების საკითხთან დაკავშირებული ყველა დეტალის ცოდნის მიუხედავად, აღნიშნული პარტიების წარმომადგენლების მიერ გაკეთებული განცხადებები მეტყველებს.

 

 

„მე მესმის, როდესაც ზარდიაშვილი იფშვნეტს ხელებს და ბედნიერია იმით, მიუხედავად ამ დიდი ტრაგიზმისა, რომ მიეცა შესაძლებლობა პრეზიდენტის წინააღმდეგ ააგოროს ყველაფერი, მაგრამ ყველა ის ადამიანი, მათ შორის, „ევროპული საქართველოს" წარმომადგენლები, რომელებიც არ ჩამოუვარდებიან ზარდიაშვილს და ზუსტად იმავე ასე ვთქვათ ლექსიკონით და იმავე სულისკვეთებით აკრიტიკებენ პრეზიდენტს, ეს უკვე ძალიან მძიმე რამ არის.

 

 

მათ შეუძლიათ თანამშრომლობა, დიდი ხანია ამაზე არის საუბარი. ჩვენ არც ვიწონებთ და არც რაიმე პრობლემა გვაქვს მათ თანამშრომლობასთან დაკავშირებით. ეს მათი გადასაწყვეტია და ამომრჩეველმა შეაფასოს მერე რა იქნება. უბრალოდ, ის ბინძური პიარკამპანია, რომელიც კიდევ ვიმეორებ, აგორებულია და ამ პიარკამპანიაში ერთად არიან წარმოდგენილები, საზოგადოების წარმომადგენლები გულწრფელად აღშფოთებულები და შოკში მყოფები არიან, მათგან ნებისმიერი კრიტიკა გასაგები და მისაღებია, მაგრამ ყველაფერი რომ ზუსტად იციან კალენდარულადაც, კანონის თვალსაზრისითაც და ის ადამიანები აკეთებენ ამას, ეს უკვე მიგანიშნებს იმაზე, რომ რაღაც ორკესტრირებული შეტევის დაგეგმვასთან გვაქვს საქმე. ეს ცხადზე ცხადია", განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ „რუსთავი 2"-თან საუბრისას.

 

 

ბაქრაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა გუშინ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა.

 

 

„უაღრესად მძიმედ აღვიქვამთ იმ ფაქტს, რომ ასეთ დანაშაულში ბრალდებული ადამიანის მიმართ შეწყალების მოტივაცია გაგვიჩნდა", აღნიშნა მარგველაშვილმა და დასძინა, რომ ძალადობრივ დანაშაულთან მიმართებაში შეწყალების აქტების გამოცემა დროებით შეწყდება.

 

 

ვეფხია ბაქრაძე მკველობის ბრალდებით 14 აპრილს დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, მან მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

 

 

2015 წელს ბაქრაძე დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი