ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება
29-05-2015, 01:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.


მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ბოლო 11 წლის მანძილზე, გასულ წელს საქართველოში უმუშევრობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.


ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2014 წლის განმავლობაში 33 100 სამუშაო ადგილი შეიქმნა, საიდანაც 90% კერძო სექტორზე მოდის და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.


„პოზიტიური ტენდენციები შეინიშნება ექსპორტის დინამიკაში, მაღალი ზრდის ტემპები შენარჩუნებულია სოფლის მეურნეობაში, გაზრდილია სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი, რაც ასევე პოზიტიური სიგნალი და ტურისტების მზარდი რაოდენობის შედეგია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა და აღნიშნა, რომ მთავრობა აქტიურ ტურისტულ სეზონს ელოდება.


პრემიერის ინფორმაციით, ეკონომიკური ზრდა დაფიქსირდა აპრილშიც, რის შესახებაც დაზუსტებული მონაცემები მოგვიანებით გახდება ცნობილი.


მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ეკონომიკის და ფინანსთა სამინისტროები აქტიურად მუშაობენ, როგორც ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით, ასევე - პრივატიზაციის გეგმაზე.

 


პრემიერმა ეკონომიკურ გუნდს მიმართა, მეტი ინფორმაცია მიაწოდონ მოსახლეობას, რათა ეკონომიკაში არსებული პოზიტიური დინამიკა კერძო სექტორის წარმომადგენლებისა და საზოგადოებისთვის თვალსაჩინო გახდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი