პრეზიდენტ მარგველაშვილთან და შეწყალების კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ კომისიას მიეცემა შესაძლებლობა, მრავალმხრივ შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება
19-04-2018, 16:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრეზიდენტის სასახლეში გიორგი მარგველაშვილთან, შემდეგ კი შეწყალების კომისიის წევრებთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრმა, კახა კახიშვილმა განაცხადა, რომ კომისიის მუშაობა გაფართოვდება და მასში სამინისტროს წარმომადგენელი ჩაერთვება იმისათვის, რომ უწყებებს შორის კოორდინაციის პრობლემა არ არსებობდეს. ამასთან, კომისიას მიეცემა შესაძლებლობა, მრავალმხრივ შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება მანამ, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას

 

 

გასულ კვირას თბილისში, ბარნოვის ქუჩაზე თავისი გერის, ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ეჭვმიტანილი ვეფხია ბაქრაძის 2016 წელს პრეზიდენტ მარგველაშვილის მიერ შეწყალების შესახებ კომენტირებისას კი მინისტრმა კახიშვილმა უარყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ უწყებას განსხვავებული ინფრომაციები ჰქონდა მიწოდებული ე.წ. უდოს ჯგუფისთვის და პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და შეწყალების კომისიისთვის.

 

 

„ამ შემთხვევაში, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო რეკომენდაციას არ იძლევა კონკრეტულად ვინმეს გათავისუფლება-არგათავისუფლებაზე. ეს არის ინტერვიუს სახით მოცემული ინფორმაცია, თუ რა განუცხადა სოციალურ მუშაკს და ფსიქოლოგს კითხვებზე, კონკრეტულად, კონკრეტულ კითხვებზე მსჯავრდებულმა. ასეთი ტიპის ინფორმაციები იგზავნება ხოლმე შეწყალების კომისიაში - პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლების კომისიაში. რომ იყოს გადაწყვეტილება მაქსიმალურად ობიექტური, ამიტომაც ვმუშაობთ ისეთი ტიპის მექანიზმების დანერგვაზე, რომ უკვე კომისიას მიეცემა შესაძლებლობა, მრავალმხრივ, არგუმენტირებულად, ობიექტურად შეისწავლოს საქმის ყველა გარემოება მანამ, სანამ მიიღებს გადაწყვეტილებას ან შეწყალების თაობაზე, ან შეწყალების უარზე, იმიტომ რომ ორივე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს მტკივნეული“, განაცხადა კახიშვილმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი