შს მინისტრის მოადგილე: სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის
24-04-2018, 13:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, მანდატურის სამსახურთან დაკავშირებული ცვლილებები მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებების მინიჭებასა და სკოლაში პოლიციური კომპონენტების შეტანას არ გულისხმობს.

 

 

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, სკოლაში პოლიციის ადგილი არ არის", განუცხადა მეზვრიშვილმა ჟურნალისტებს „ზოგადი განათლების შესახებ” კანონში დაგეგმილ ცვლილებებზე საუბრისას.

 

 

შს მინისტრის მოადგილის თქმით, ცვლილებების მიზანი მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვაა.

 

 

„ცვლილებებით ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი რაც მოსწავლეების უსაფრთხოების დაცვის მიზანს ემსახურება, ისაა, რომ საგანმანათლებლო დაწესებულებებში კამერების დამონტაჟების ვალდებულება იქნება როგორც შიდა პერიმეტრზე, ასევე გარე პერიმეტრზე.

 

 

ასევე მნიშვნელოვანია, კოორდინაციის გაზრდა სამინისტროებს შორის, რაც შესაძლებლობას მოგვცემს, რომ თუ სკოლის გარეთ კონფლიქტის გაგრძელების საშიშროება არსებობს, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრევენცია ადრეულ ეტაპზე მოახდინოს და მოსალოდნელი კონფლიქტები თავიდან აირიდოს. მოთხოვნა მანდატურის მიმართაც იზრდება და მანდატურის დანიშვნის წესი იცვლება. კერძოდ, მანდატურს სკოლის დირექტორის ნაცვლად, მანდატურის სამსახური დანიშნავს, რაც მის უფლებამოსილებას გარკვეულწილად გაზრდის. კანონპროექტი მანდატურის უფლებამოსილების გაზრდის ფონზე ბალანსს იცავს, სკოლაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფასა და მოსწავლის ინტერესების დაცვას შორის, რადგან ყველა ღონისძიებაში, რასაც მანდატური განახორციელებს, მონაწილეობას მიიღებენ სკოლის წარმომადგენელი, მოსწავლის მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი.

 

 

მოსწავლის უფლებები მაქსიმალურად დაცული იქნება. კანონპროექტი მანდატურისთვის განუსაზღვრელი უფლებამოსილების მინიჭებასა და რაღაც პოლიციური კომპონენტების სკოლაში შეტანას არ გულისხმობს", განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი