პოლიციამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, ორი პირი აღაიანში, ცხელ კვალზე დააკავა
25-04-2018, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერმაში მომხდარი ყაჩაღობა გახსნილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცხელ კვალზე ორი პირი დააკავა.

 

 

„შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის და კასპის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1969 წელს დაბადებული ჯ.ფ. და 1986 წელს დაბადებული ზ.ბ., ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით, სოფელ აღაიანში, ცხელ კვალზე დააკავეს. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 8-დან 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულები მიმდინარე წლის 24 აპრილს კასპის რაიონის სოფელ ფერმაში ყაჩაღურად თავს დაესხნენ ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლს, იარაღის მუქარითა და სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ფული, ოქროს სამკაულები და სხვა ნივთები გასტაცეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

 

 

პოლიციამ, ცხელ კვალზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გატაცებული ოქროს სამკაულები თბილისში მდებარე ერთ-ერთი „ოქროს ბირჟიდან“ ნივთმტკიცებად ამოიღო. სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას კი, ყაჩაღობის შედეგად წაღებული ნივთების ნაწილი, ასევე, ნივთმტკიცებად ამოიღეს.

 

 

ჯ.ფ.-ს პირადი და საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებულია, სავარაუდოდ, ნარკოტიკული საშუალება და გადაჭრილი სანადირო.

 

 

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე, 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით და 260-ე მუხლით მიმდინარეობს", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი