სომხური წარმოშობის ფრანგი მომღერალი შარლ აზნავური სანკ-პეტერბურგის საავადმყოფოშია გადაყვანილი, იტყობინება ტელეკომპანია НТВ.
საკონცერტო დარბაზ „Октябрьский“-ში ოთხშაბათს საღამოსთვის დაგეგმილი მისი კონცერტი გადადებულია. 93 წლის მომღერალმა თავი შეუძლოდ რეპეტიციაზე იგრძნო. მალევე იქნა გამოძახებული სასწრაფო დახმარების მანქანა და ცნობილი ფრანგი მომღერალი და მსახიობი სანკტ-პეტერბურგის საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.