საპატრიარქო მისი სახელით სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებას ემიჯნება
06-02-2014, 14:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

საპატრიარქო სოციალურ ქსელში მამა მიქაელ ბოტკოველის სახელით გავრცელებულ განცხადებასთან რაიმე სახის კავშირს კატეგორიულად უარყოფს. როგორც "პირველ რადიოს" საპატრიაქროს პრესსამსახურმა მარიამ გაგუამ განუცხადა, აღნიშნულთან არც საპატრიარქოს და მითუმეტეს არც მამა მიქაელ ბოტკოველს არაფერი აკავშირებს. "ეს სიტყვები არ ეკუთვნის მამა მიქაელს. არ ვიცი ვისი გავრცელებულია და რატომ ტირაჟირდება ის საპატრიარქოს სახელით",-განაცხადა მარია გაგუამ,

 


რაც შეეხება გავრცელებულ განცხადებას, ის სოციალურ ქსელში მამა მიქაელ ბოტკოველის სახელით გავრცელდა, მისი ადრესატი კი ბიძინა ივანიშვილია.

 

 

"აღინიშნა, რომ მიუხედავად არსებული დაბრკოლებებისა, საქართველოს ეკლესიასა და საზოგადოების ნებისმიერ, თუნდაც ყველაზე რადიკალურ ნაწილს შორის დიალოგი არასდროს გაწყვეტილა. საქართველოს ეკლესიის სამღვდელოებაც, მიუხედავად სირთულეებისა, მუდმივად ესაუბრება ჩვენ ქვეყანაში არსებული ყველა უმცირესობას იმ საერთო გასაჭირსა და ტკივილებზე, რამაც ჩვენ ყველანი უნდა გაგვაერთიანოს.

 

 

საწუხაროდ, მასმედიის საშუალებებით ვრცელდება ინფორმაცია ცალკეული სასულიერო პირების მიერ განხორციელებულ ძალადობაზე გარკვეული რელიგიური თუ არარელიგიური მიმდენარეობების, ან მათი მესვეურების წინააღმდეგ, რაც მტკნარი სიცრუეა, რამეთუ საეკლესიო კანონების უხეში დარღვევაა. სწორედ ამ სიცრუის გავლენის ქვეშ მოექცა ჩვენი უდიდესი მამულიშვილი, ადამიანი, რომელსაც ერიცა და ბერის ბევრ სიკეთეს, სიქველესა თუ უბრალოდ დახმარებას უნდა უმადლოდეს, ბატონი ბიძინა ივანიშვილი.

 

 

მისი სიტყვის მიხედვით საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ერთგვარ დახურულ წრეს, რომლის შიგნითაც ხდება გარკვეული საკითხების საიდუმლო განხილვა და მათი დამალვა ჩვენი სულიერი შვილების წინაშე. თითქოს არსებობს რაღაც ტაბუ, რომელიც არის სამარცხვინო.

აღინიშნა, რომ, საქართველოს სახელწიფოებრიობის არაკეთილმოსურნეთა ამ მონაჭორს აყვა ბატონი ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც ძალიან კარგად იცის, როგორ ფართოდ არის გაღებული ქართული ეკლესიის კარი ყოველთვის. რაც ჩვენი უახლესი ისტორიის ძნელბედობის ჟამს არაერთხელ დამტკიცებულა.

 

 

წმ. სინოდი იმედს იტოვებს, რომ აღარასოდეს მოხდება ეკლესიის საქმეში პირდაპირი ჩარევა საზოგადოების მოთხოვნის საფარქვეშ. ასეთი ცდუნება იყო ყოველთვის, მათ შორის უახლეს წარსულში და არავისთვის მოუტანია სიკეთე, არც ეკლესიისთვის, არც სახელმწიფოსთვის, განსაკუთრებით კი თავად იმ ხალხისთვის, რომელთაც საკმარისი კადნიერება აღმოაჩნდებოდათ და სასულიერო საქმეების გადაწყვეტას თავად ითხოვდნენ.

 

 

ააგო ტაძარი არ ნიშნავს იყო ტაძრის შვილი. გახდე პოლიტიკოსი არ ნიშნავს იყო ერის სულიერი მოძღვარი. გიყვარდეს ხალხი არ ნიშნავს იმის ბრძანებას, თუ როგორ უყვარდეთ მათ. გიყვარდეს ეკლესია არ ნიშნავს მას შვილივით მოექცე და ჭკუა დაარიგო.

 

 

წმ. სინოდი იწვევს საქართველოს ყველა შვილს ნებისმიერი სახის მსჯელობაში, რაც მას არაერთხელ გაუკეთებია და არასოდეს შეწყვეტს იგივეს გამეორებას. მოუწოდებს საქართველოს ყველა შვილს, თუნდაც საუკეთესო ზრახვებით შეიარაღებულნი ნუ დააბიჯებენ ფეხს იმას, რაც ყველაზე ძვირფასია ჩვენი სამშობლოსთვის და რასაც არაერთი ასეულ ათასობით ქართველის სისხლი ემსვერპლა - ჩვენი სამოციქულო ეკლესიის დამოუკიდებლობას",-ნათქვმია განცხადებაში.

 

 

ის სოციალურ ქსელში მას შემდეგ გავრცელდა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შემდეგი განცხადება გააკეთა: "საპატრიარქოს, სასულიერო პირების და პატრიარქის კრიტიკა საჭიროა, არ უნდა მოხდეს ეკლესიის თემის ტაბუირება, ისინიც ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ბევრი რამ ეშლებათ და დარღვევებიც აქვთ. საზოგადოებამ უნდა ისაუბროს ამ თემებზე."

 

 

ამ ეტაპზე გაურკვეველია ვინ გაავრცელა სოციალურ ქსელში აღნიშნული განცხადება საპატრიარქოს სახელით.

 

 

 

 

 

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=19695 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი