საქართველოს მთავარ პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან თანამშრომლობის საკოორდინაციო მექანიზმი შეიქმნა
27-04-2018, 13:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პროკურატურაში არასამთავრობო სექტორთან კოორდინირებული მუშაობისა და ეფექტიანი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად, მულტისექტორული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა. საკოორდინაციო მექანიზმის პრეზენტაცია მთავარ პროკურატურაში დღეს იმართება. ღონისძიება საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ, გიორგი გაბიტაშვილმა გახსნა და ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში არასამთავრობო ორგანიზაციების როლსა და ერთობლივი საქმიანობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. შეხვედრას ასევე ესწრებიან საქართველოს პროკურატურის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების, სახალხო დამცველის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

 

მთავარი პროკურატურის ცნობით, საკოორდინაციო მექანიზმის შექმნის მიზანი საქართველოს პროკურატურასა და არასამთავრობო სექტორს შორის მჭიდრო და კოორდინირებული თანამშრომლობის უზრუნველყოფაა. მთავარი პროკურორის მოადგილის შეფასებით, აღნიშნული ინიციატივა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდას, ადამიანის უფლებების დაცვასა და დანაშაულის პრევენციას.

 


მულტისექტორული ჯგუფი ოჯახში ძალადობის, დისკრიმინაციის, სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების, არასრულწლოვანთა უფლებების დაცვისა და სხვა პრიორიტეტული მიმართულებებით იმუშავებს. საკოორდინაციო მექანიზმის ფორმატის გათვალისწინებით, არასამთავრობო ორგანიზაციებს შეეძლებათ პირდაპირი კომუნიკაცია იქონიონ საქართველოს პროკურატურასთან, რაც მიმართული იქნება საერთო მიზნის - თითოეული დაზარალებულის ინტერესების დაცვაზე. ამასთან, პერიოდულად გაიმართება თემატური შეხვედრები, სადაც მოხდება მნიშვნელოვან საკითხებზე აზრთა გაცვლა, არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციების განხილვა და ერთობლივი აქტივობების დაგეგმვა.

 


საქართველოს მთავარ პროკურატურაში მიმდინარე პრეზენტაციას 34-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. პრეზენტაციის შემდგომ, მულტისექტორული ჯგუფის საქმიანობის ფორმატისა და სამომავლო გეგმების შესახებ დისკუსია გაიმართება.

 


ადამიანის უფლებების დაცვა საქართველოს პროკურატურის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. აღნიშნული მიმართულებით უწყება აქტიურად თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო უწყებებთან, ასევე სამოქალაქო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ერთობლივი და კოორდინირებული მუშაობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანობის ზრდას.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი