მოსკოვის აეროპორტებში ახალი აკრძალვები დაწესდა - კანონდარღვევების ჩამონათვალშია სავარძლებში მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა, იატაკზე ჯდომა, ასევე ტერიტორიაზე ცხენებით გადაადგილება
27-04-2018, 17:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მოსკოვის საოლქო დუმამ ახალი კანონი მიიღო, რომლის მიხედვითაც რუსეთის დედაქალაქის აეროპორტებში - დომოდედოვოში, შერემეტევოსა და ჟუკოვსკიში ახალი რეგულაციები წესდება, რომლის დამრღვევი მოქალაქეებიც დაჯარიმდებიან.

 


ახალი წესების თანახმად, რომელიც „რია ნოვოსტის“ ცნობით, რეგიონული პარლამენტის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული, ჯარიმები წესდება ისეთ დარღვევებზე, როგორიცაა ტერიტორიის დანაგვიანება, გასასვლელების ბლოკირება, ესკალატორების და ლიფტების გამოყენების წესების დარღვევა, მოსაცდელ დარბაზებში სკამებზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის გამოყოფილ ადგილებზე შესაბამისი წესების დარღვევა, და მუსიკის ყურსასმენების გარეშე მოსმენა.

 


დარღვევად იქნება მიჩნეული „სკამებსა და სავარძლებში მწოლიარე მდგომარეობაში ყოფნა“, ასევე „იატაკზე ჯდომა და სკამებზე ბარგის დადება“.

 

 

ასევე, იკრძალება აეროპორტების ტერიტორიაზე ცხენებით, ველოსიპედებით ან სხვა სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება, და დასაშვები მხოლოდ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის განკუთვნილი ეტლების გამოყენება იქნება.

 


გარდა ამისა, პასუხისმგებლობა იქნება დაკისრებული ბარგის გაფორმებისა ან რეგისტრაციისას წესრიგის დარღვევის გამო. „ყველა მგზავრი უნდა იმყოფებოდეს მკაცრად შემოსაზღვრულ ზონაში“, ნათქვამია დადგენილებაში. ამგვარი ქმედებებისთვის ჯარიმა 100 რუბლი იქნება.

 


ჯარიმები ასევე გათვალისწინებულია იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც თავიანთი მომსახურების გაწევას შესთავაზებენ ან მგზავრებისაგან დახმარების სახით ფულს მოითხოვენ. ბოლოს, პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ვერ შეძლებენ ისინი, ვინც ღამის გასათევად სასტუმროების ნაცვლად აეროპორტებს გამოიყენებენ. ამგვარი ქმედებებისთვის მოქალაქეებს ან გაფრთხილება მიეცემათ ანდა ისინი 2,5 ათასიდან 5 ათასამდე რუბლით დაჯარიმდებიან.

 


ახალი წესები აეროპორტების ტერიტორიასა და აეროპორტების კომპლექსებში, ასევე უსაფრთხოების იმ ზონებში ვრცელდება, რომელიც აეროპორტის შენობებიდან 30 მეტრის რადიუსით არის განსაზღვრული.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი