ვახტანგ ჭარაია აპრილის თვის დაბალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს ასახელებს
30-05-2015, 10:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქსტატის წინასწარი მონაცემების თანახმად 2015 წლის აპრილის ეკონომიკური ზრდის მაჩვენელი - 0.9%-ს შეადგენს და წინა თვის (მარტის) ზრდის ტემპს თითქმის 5-ჯერ ჩამორჩება. ტენდენცია ნეგატიური 2015 წლის პირველი 4 თვის საშუალო მაჩვენებელის ჭრილშიც, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ის ორჯერ და უფრო მეტადაა შემცირებული.

 

 

თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის დირექტორის ვახტანგ ჭარაიას მიერ გამოქვეყნებული ანალიზის მიხედვით, აპრილის თვის დაბალი ეკონომიკური ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორის რამდენიმე მნიშვნელოვანი პუნქტია გამოყოფილი:

 


ა) საბიუჯეტო ხარჯების მოზომილი პოლიტიკა. 2015 წლის პირველი ოთხი თვის მონაცემებით საბიუჯეტო შემოსავლებმა 2 მილიარდ 556 მილიონი ლარი, ხოლო ხარჯებმა კი 2 მილიარდ 460 მილიონი ლარი შეადგინა. მთავრობის მხრიდან მოზომილი ხარჯვითი პოლიტიკა პოზიტიურად მოქმედებს ეროვნული ვალუტის სტაბილიზაციაზე, თუმცა ეკონომიკური ზრდის ჭრილში ის ნეგატიურია.

 

 

ბ) საგარეო ვაჭრობის შემცირება. 2015 წლის იანვარ-აპრილის მონაცემების თანახმად საქართველოს ექსპორტი 26.1%-ით (მიზეზი - საგარეო ფაქტორები), იმპორტი 7.6%-ით (აიხსნება საშინაო ბაზარზე მოთხოვნის შემცირებით), ხოლო მთლიანი საგარეო ვაჭრობა კი 12.6%-ითაა შემცირებული. აღნიშნულ ვითარებაში მცირდება ეკონომიკურ ზრდაზე მოქმედი ძირითადი ელემენტის - დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვის მაჩვენებელიც (წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2015 წლის აპრილში - 4.9%-აინი ზრდა, თებერვალში კი - 13.1%), შედეგად კი თავად ეკონომიკური ზრდა. აპრილის თვის მაჩვენებლის 4.9%-მდე შემცირება დიდწილად წინა თვესთან შედარებით ექსპორტის 17%-იანმა (ან 115 მლნ აშშ დოლარი) შემცირებამ განაპირობა, ხოლო ექსპორტის თითქმის 4%-იანმა ზრდამ (6.7 მლნ აშშ დოლარი) კი ვითარება ვერ დააბალანსა.

 

 

გ) საბანკო სფეროს მთლიანი გამოშვების შემცირება. 2015 წლის აპრილში მარტთან შედარებით კომერციული ბანკების გამოშვება 19%-ით (20.3 მლნ ლარი), ხოლო ეროვნული ბანკისა კი 65%-ით (7.1 მლნ ლარი) შემცირდა. 2015 წლის დასაწყისიდან ეს პირველი შემთხვევაა როდესაც კომერციული ბანკების მთლიანი გამოშვება შემცირდა.

 

 

მიუხედავად წლის დასაწყისში ეკონომიკური ზრდის საკმაოდ მაღალი მაჩვენებლებისა (მაგ.: თებერვალში - 4.9%), უნდა გავითვალისწინოთ რომ საქართველოს 2015 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი მხოლოდ 2%-ს შეადგენს. შესაბამისად მაღალი მაჩვენებლების მოლოდინი აპრილის მსგავსად არ უნდა გვქონდეს მაისშიც. მითუმეტეს თუ გავითვალისწინებთ, რომ 2014 წლის მაისის ეკონომიკური ზრდის ტემპი საკმაოდ მაღალი - 6.3% იყო. თუმცა, ზაფხულის სეზონის მოახლოებასთან და ქვეყანაში დაგეგმილ მრავალ ეკონომიკურად საინტერესო პროექტის განხორციელებასთან ერთად ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელის გაუმჯობესება კვლავაა მოსალოდნელი, - მიაჩნიათ თსუ ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრში.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი