ზურაბ ზვიადაური, ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბის გადადგომის შემდეგ, ფედერაციის პრეზიდენტის, დავით ქევხიშვილის პოსტიდან წასვლას ითხოვს
01-05-2018, 12:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი თანამდებობიდან უნდა წავიდეს, განაცხადა ოლიმპიურმა ჩემპიონმა, ზურაბ ზვიადაურმა მას შემდეგ, რაც ორშაბათს საქართველოს ძიუდოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი სრული შემადგენლობით გადადგა.

 


ზვიადაური მიიჩნევს, რომ მხოლოდ ქევხიშვილის მიერ მიყვანილი მწვრთნელთა გუნდის სრული შემადგენლობით გადაყენება საკმარისი არ არის და ისრაელის ჩემპიონატზე დაფიქსირებულ შედეგებზე, სადაც ქართველმა ძიუდოისტებმა ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს, პასუხისმგებლობა თავად დავით ქევხიშვილმაც უნდა აიღოს.

 


„როდესაც დავით ქევხიშვილი მოვიდა ფედერაციის სათავეში, მან თავისი გუნდი მოიყვანა. რამდენჯერმე გვქონდა მწვავე საუბარი, ის მოქმედებდა ერთპიროვნულად. მას სურდა მწვრთნელ უზნაძის გადაყენება, რომელმაც საუკეთესო შედეგი დადო იმ წელს. ჩვენ ყველანი უზნაძის გევრდით დავდექით და მან ვერ გაათავისუფლა, თუმცა მოგვიანებით უზნაძის გუნდი მაინც გაათავისუფლა და მოიყვანა საკუთარი მეგობრები, მათ შორის ირაკლი ცირეკიძე (საქართველოს ნაკრების ხელმძღვანელი თელ-ავივში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე)“, განაცხადა ზურაბ ზვიადაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას და დაამატა, რომ დავით ქევხიშვილი არ არის კარგი მენეჯერი და ვერ ახერხებს თანხების სწორად განაწილებას.

 


„ახალგაზრდებს ავარჯიშებს საკუთარ დარბაზში. ორწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული და კაცი 80-90 ლარი ჯდება, ეს დაუშვებელია. როგორ გაიზრდებიან ახალგაზრდები თუ უფროს თაობასთან არ აქვთ ურთიერთობა. ეს არის არასწორი მიდგომა და თანხების არასწორი ფლანგვა“, აღნიშნა ოლიმპიურმა ჩემპიონმა.

 

 

სახელოვანი ქართველი ძიუდოისტი, ოლიმპიური ჩემპიონი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ზურაბ ზვიადაური ევროპის ჩემპიონატზე ქართველი სპორტსმენების ნულოვან შედეგს თავდაპირველად "ფეისბუქზე" გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი „ანადგურებს ძიუდოს და მომკითხავი არავინ არ არის!“

 

 

კომენტარები: 1
#1   სოსო
      
ბატონო ზვიად, რატომ სჯით ასე რბილად? დავით ქევხიშვილმა შეგნებულად გაანადგურა ძიუდოს ფედერაცია! ის უნდა გასამართლდეს ღალატისათვის და ბიუჯეტის გაფლანგვის!
1 მაი 2018 07:53
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი