სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა
04-05-2018, 10:53

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგი) ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.

 

 

აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის შუამდგომლობა და ადამიანით ვაჭრობაში (ტრეფიკინგში) ბრალდებულს, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე გ.ს-ს დაუსწრებლად, აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

 

 

საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2018 წლის იანვარში საქართველოში ყოფნის დროს გ.ს. ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) განზრახვით უზბეკეთის რესპუბლიკაში მყოფ, უზბეკეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ხ.-ს დაუკავშირდა და საქართველოში ჩამოსვლის შემთხვევაში თითქოსდა სამუშაოზე დასაქმებას დაჰპირდა. გ.ს.-მ მ.ხ. მოატყუა, რომ ქ.ბათუმში რესტორანში მიმტანად დაასაქმებდა და მაღალი ანაზღაურება ექნებოდა.

 

 

2018 წლის 4 თებერვალს გ.ს.-მ საქართველოში ჩამოსული მ.ხ. საცხოვრებლად მოათავსა ქ.ბათუმში, დროებით ნაქირავებ სახლში, რის შემდეგ ჩამოართვა უზბეკეთის მოქალაქის პასპორტი, ჩააყენა მონობის თანამედროვე პირობებში და გადაადგილების კონტროლით, დამაშინებელი გარემოს შექმნით, ფიზიკური ანგარიშსწორებით, ცემით, მუქარით, იძულებით მოახდინა მისი გადაბირება და პროსტიტუციაში ჩაბმა. 2018 წლის 4 თებერვლიდან 11 მარტამდე, სექსუალურ ექსპლუატაციის მიზნით, გ.ს.-ს დაზარალებული სისტემატიურად გადაჰყავდა ქ.ბათუმში და ხელვაჩაურის რაიონში მდებარე სხვადასხვა ღამის კლუბებში, რესტორნებში და სასტუმროებში, ახორციელებდა მის სექსუალურ ექსპლუატაციას, ხოლო გამომუშავებულ თანხებს ისაკუთრებდა.

 

 

ვინაიდან გ.ს. მიემალა გამოძიებას, მას დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1431-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ადამიანით ვაჭრობა, ჩადენილი დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით).

 

 

2018 წლის 3 მაისს გ.ს-ს მიმართ გამოცხადდა ძებნა. მისთვის წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად თორმეტიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი