ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირს ბრალი წარედგინა
04-05-2018, 13:20

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჯელალ ქიქავასა და მის თანმხლებ პირებზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით 3 პირს ბრალი წარედგინა. აღნიშნულთან დაკავშირებით შსს ინფორმაციას ავრცელებს.

 

 

„მიმდინარე წლის 24 მარტს შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო მოქალაქე ჯელალ ქიქავას, მ.ბ.-ს და ა.დ.-ს მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო ჯელალ ქიქავას შეტყობინება.

 

 

გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 24 მარტს, ღამით, ბათუმში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ჯელალ ქიქავას, მ.ბ.-ს და ა.დ.-ს. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ჯელალ ქიქავას და მ.ბ.-ს მიყენებული აქვთ მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ხოლო ა. დ.-ს - ნაკლებად მძიმე ხარისხის დაზიანება.

 

 

გამოძიების ფარგლებში, გამოიკითხნენ ინციდენტის თვითმხილველები. გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერების შესწავლის შედეგად დადგინდა თავდამსხმელების შემთხვევის ადგილიდან მიმალვის მარშრუტი.

 

 

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ინტენსიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს და ბრალი წარუდგინეს ინციდენტში მონაწილე 3 პირს: 1990 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, 1984 წელს დაბადებულ ზ.კ.-ს და 1994 წელს დაბადებული ტ.კ.-ს. სამივე მათგანი სპორტსმენია. აღნიშნული პირები დაფიქსირებული არიან სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში.

 

 

გამოკითხვისას მ.ვ.-მ, ზ.კ.-მ და ტ.კ.-მ ჯელალ ქიქავასა და მისი თანმხლები პირების ცემის ფაქტი აღიარეს და ინციდენტის მიზეზად ჯელალ ქიქავას მხრიდან მოჭიდავეების მიმართ გამოთქმული შეურაცხმყოფელი გამონათქვამები დაასახელეს.

 

 

საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, ჯელალ ქიქავა შესაბამისი უწყებით გამოძახებულ იქნა პოლიციაში, თუმცა მან გამოვლენილი პირების ამოცნობაზე უარი განაცხადა.

 

 

მ.ვ.-ს და ზ.კ.-ს ბრალი წარედგინათ ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლის 1-ლი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ხოლო ტ.კ.-ს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც 1-დან 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს", ნათქვამია შსს-ს ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი