მამუკა მდინარაძე: ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას
04-05-2018, 17:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს პრეზიდენტის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყებას, აცხადებს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტის პოლიტიკური მდივნის, ფიქრია ჩიხრაძის კომენტართან დაკავშირებით.

 

 

მდინარაძე ამბობს, კობახიძის განცხადება პოლიტიკური იყო და „სწორი და არგუმენტირებული პოლიტიკური შეფასებებისთვის ბოდიშს ვერ მოვიხდით".

 

 

„ურჩევნიათ არგუმენტებითვე უპასუხონ იმ პოლიტიკურ შეფასებას, რაც პრეზიდენტის მიმართ იქნა გამოთქმული, მათ შორის შეწყალებებთან დაკავშირებით.... პრეზიდენტს და მის ადმინისტრაციას ნაცვლად სპეკულაციებისა მართებს ასეთივე არგუმენტირებული პასუხი გასცეს იმას, რაც განაცხადა არამხოლოდ პარლამენტის თავმჯდომარემ, არამედ მრავალმა დეპუტატმა.

 

 

როდესაც მეორე მხრიდან მიდიოდა სპეკულაციური საუბარი, რომ ვიღაცას შეუზღუდეს თავისუფლება და ეს იყო რეგლამენტის არასწორად ინტერპრეტირების ფონზე, მოდით, ნუ შეგვიზღუდავს ნურავინ ასეთი პოლიტიკური შეფასებების საშუალებას. კეთილი ინებონ, ნუ ჩავარდებიან პანიკაში, არავინ აპირებს სამართლებრივი პროცედურებია დაწყებას პრეზიდენტის მიმართ და პასუხი გასცენ პოლიტიკურ შეფასებაზე არგუმენტებით, თუ ასეთი არსებობს“, აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი