პრემიერ მინისტრმა აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაციასთან შეხვედრა გამართა
05-05-2018, 12:57

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აშშ-ის კონგრესმენთა დელეგაცია წარმომადგენელთა პალატის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავჯდომარე ბობ გუდლატის ხელმძღვანელობით, საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს შთამბეჭდავად აფასებს, - ამის შესახებ კონგრესმენებმა საქართველოს პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან დღევანდელი შეხვედრისას განაცხადეს.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, საუბრისას ხაზი გაესვა აშშ-საქართველოს ურთიერთობების განვითარების პოზიტიურ დინამიკას და აღინიშნა, რომ ამ მხრივ განსაკუთრებული იყო 2017 წელი, რომელიც მათ შორის მაღალი დონის ვიზიტებით გამოირჩეოდა.

 

 

პრემიერ მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობისთვის აშშ-თან სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავება უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და კონგრესს 2018 წლის ბიუჯეტის კანონში საქართველოსთვის მნიშვნელოვანი პუნქტების მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზე, მათ შორის შესაძლო თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების მნიშვნელობაზე. პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა მიესალმება მსხვილი ამერიკული კომპანიების ინვესტიციას ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განხორციელებაში.

 

 

შეხვედრისას ყურადღება დაეთმო საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს. გიორგი კვირიკაშვილმა კონგრესმენებს გააცნო საქართველოს მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმა, მათ შორის საგადასახადო რეფორმა და საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს შთამბეჭდავი პროგრესი.

 

 

კონგრესმენებმა საქართველოს მადლობა გადაუხადეს საერთაშორისო მისიებში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნეს, რომ აშშ-ის კონგრესი მზად არის, მომავალშიც განაგრძოს საქართველოს მხარდაჭერა ყველა მიმართულებით, მათ შორის სავაჭრო კავშირების გაღრმავებისა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში.

 

 

შეხვედრაზე საუბარი შეეხო რეგიონში არსებულ ვითარებას და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განვითარებულ მოვლენებს. საქართველოს პრემიერ მინისტრმა ამერიკელ კონგრესმენებს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა", ნათქვამია პრემიერ მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი