გიორგი კვირიკაშვილი: არ მინდა, ვინმემ მიიღოს ეს შეურაცხყოფად, მაგრამ რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები
05-05-2018, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ახალციხეში „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის“ პირველი ყოველწლიური ფორუმი მიმდინარეობს. ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრემიერ მინისტრმა სიტყვით მიმართა.

 

 

„ძალიან სიმბოლურია, რომ დღეს იმართება ეს დღე! დღეს იწყება ევროპის დღეები და თბილისში დიდი ზეიმი იმართება ამასთან დაკავშირებით. მე მოხარული ვარ, რომ დღეს აქ, ახალციხეში ჩვენ უმნიშვნელოვანეს ინიციატივას ვუყრით საფუძველს - დიალოგი სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის. მე მინდა, ზაზა გაბუნიას მადლობა გადავუხადო, მადლობა გადავუხადო პარლამენტს ამ ინიციატივისთვის.

 

 

ძალიან მნიშვნელოვანია ის რეფორმა, რომლის დაწყებაც ჩვენ სულ ცოტა ხნის წინ პარლამენტის თავმჯდომარესთან, ბატონ ირაკლი კობახიძესთან ერთად დავაანონსეთ და უმნიშვნელოვანესია ეს სრულიად ახალი ტენდენცია, რომელსაც 2014 წელს ჩაეყარა საფუძველი - თვითმმართველობის ახალი კოდექსის მიღებით, რომელმაც აბსოლუტურად სხვა ჩარჩო ჩამოაყალიბა უფლებამოსილებების გამიჯვნისა ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებებს შორის; რომელმაც დასაბამი მისცა უფლებამოსილებების სულ სხვა დონეზე გამიჯვნას და განვითარებას, მათ შორის, ფინანსური რესურსების სხვანაირ განაწილებას და კომპეტენციების გამიჯვნას.

 

 

ჩვენთვის უმაღლესი პრიორიტეტი გახლავთ ეს რეფორმა. მას შემდეგ, რაც ჩვენ ჩავატარეთ და ზურგს უკან გვაქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი, ძირეული რეფორმები, ვფიქრობ, ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა უდაოდ იკავებს პირველ ადგილს მომავალი რეფორმების სიაში, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ცხოვრების დონის გათანაბრება სხვადასხვა რეგიონებს შორის. ეს უთანასწორობა რაც დღეს გვაქვს, არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა და რა თქმა უნდა, ასეთი ტიპის რეფორმას სჭირდება ადამიანური რესურსი. გარდა იმისა, რომ ჩვენ მიზნად გვაქვს დასახული, რომ დაახლოებით 10 წლის განმავლობაში მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში გავაორმაგოთ ადგილობრივი თვითმმართველობების დაფინანსება, რაც იმას ნიშნავს, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი ჟანგბადი, გაცილებით უფრო მეტი ფინანსური რესურსი, რა თქმა უნდა ეს ნიშნავს იმასაც, რომ უნდა იყოს გაცილებით უფრო მეტი კომპეტენცია. არ მინდა, ვინმემ მიიღოს ეს შეურაცხყოფად, მაგრამ რეგიონულ ხელისუფლებებში ჩვენ გვჭირდება ძალიან კვალიფიციური კადრები. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს დღეს ადამიანური რესურსი, მაგრამ გაცილებით უფრო მეტი გვინდა.

 

 

ჩვენი სურვილია და მე ადრეც ვთქვი, რომ ახალგაზრდები, რომლებიც მიიღებენ საუკეთესო განათლებას მსოფლიოს საუკეთესო უნივერსიტეტებში, იყვნენ მოტივირებულნი, რომ წავიდნენ და თავიანთ რეგიონს, თავიანთ სოფელსა და რაიონს ემსახურონ. სწორედ, ამ რეფორმის შედეგი იქნება ის, რომ რეგიონებში იქნება გაცილებით უფრო მეტი საშუალება მათი დასაქმების და მათი პოტენციალის რეალიზებისა.

 

 

მე მინდა, მადლობა გადავუხადო გაერო-ს, მადლობა გადავუხადო ავსტრიის და შვეიცარიის საელჩოებს, რომლებიც გვიწევენ ძალიან დიდ დახმარებას ამ რეფორმის განხორციელების პროცესში და რა თქმა უნდა, მთავრობა თავისი 4-პუნქტიანი გეგმით, განსაკუთრებით სივრცითი დაგეგმარების გეგმით, ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ რეფორმის განვითარებაში.

 

 

ბუნებრივია, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავასრულებთ ძირითად სატრანზიტო ინფრასტრუქტურას, მთავარი აქცენტი გაკეთდება რეგიონებზე. რა თქმა უნდა, დღესაც ბევრი პროექტი მიმდინარეობს - წყალმომარაგების, გაზიფიცირების, რეგიონული გზების მშენებლობის, რეგიონული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღორძინების, მაგრამ მომავალში წარმოიდგინეთ, რომ ეს ყველაფერი რამდენიმე გზის გაიზრდება, გამომდინარე ჩვენი პრიორიტეტიდან - ორჯერ გავზარდოთ რეგიონული დაფინანსება მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში და მთლიანი შიდა პროდუქტიც გაიზრდება ამ პერიოდში. ასევე, გამომდინარე იქიდან, რომ შიდა პრიორიტეტებში გადანაწილება უკვე ცენტრალური სატრანზიტო მაგისტრალებიდან და ინფრასტრუქტურიდან მოხდება კიდევ უფრო მეტად ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების იქნება გაცილებით უფრო მაღალი, საქვეყნო, ქვეყნის მასშტაბის პრობლემების გადაწყვეტაშიც.

 

 

მე კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მადლობას ვუხდი პარლამენტს ამ ძალიან კარგი ინიციატივისთვის და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა ძალიან დინამიურ განვითარებას ჰპოვებს. ჩვენი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები და არა მხოლოდ ისინი, არამედ მოსახლეობა რეგიონებში აქტიურად ჩაერთვება.

 

 

განსაკუთრებით, ახალგაზრდებს მინდა ვთხოვო, რომ ნუ იქნებიან ინდიფერენტულნი ნურც ერთი პრობლემის მიმართ. თქვენი აქტივობა, ძვირფასო ახალგაზრდებო, კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. თქვენი აქტივობა ჩვენ გვაძლევს ენერგიას და თქვენი თამამი გადაწყვეტილებების მიღების უნარი, რა თქმა უნდა, ხელისუფლებასაც ძალიან სჭირდება.

 

 

კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მივესალმები ამ ძალიან კარგი ინიციატივის დაწყებას, წარმატებებს გისურვებთ და კიდევ ერთხელ გილოცავთ ევროპის დღეებს", განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა, როგორც ამას პრემიერ მინისტრის პრესსამსახური იუწყება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი