გიორგი მარგველაშვილი: ევროპა შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო შეუერთდება ევროპას
05-05-2018, 17:21

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თბილისში გამართულ „ევროპის დღეები - 2018 - ში" მიიღო მონაწილეობა და ევროინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობასა და მიღწევებზე ისაუბრა.

 


„ევროპა შედგა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი კავშირი. და ეს კავშირი კიდევ უფრო გაძლიერდება, როდესაც საქართველო, რომელიც მისი ბუნებრივი, ისტორიული ნაწილი იყო შეუერთდება ევროპას და ევროპის კავშირის სრულუფლებიანი წვერი გახდება.

 


ორი, ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია ევროპულ ცივილიზაციაში - ეს არის ინდივიდუალიზმი და ამ ინდივიდუალიზმის ერთიან საზოგადოებაში, ერთიან პროცესში შენარჩუნების თავისუფლება.

 


ჩვენ ბუნებრივად ამ კულტურის ნაწილი ვართ და დღეს მე ვულოცავ ყველა იმ თავისუფალ ადამიანს, რომელიც იღწვის იმისთვის, რომ შედგეს თავისუფალი საქართველო, შედგეს თავისუფალი ევროპა და საქართველო იყოს ამ ევროპის ნაწილი. ევროპის ქვეყნები ძალიან სერიოზულ დახმარებას და მხარდაჭერას უწევენ საქართველოს, კიდევ უფრო ნათლად ეს მხარდაჭერა იქნება ნაჩვენები ჩვენთვის 26 მაისს, როდესაც ჩვენ ევროპელ თანამოაზრეებთან ერთად ამაყად აღვნიშნავთ პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავს", აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა, როგორც ამას პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება.

 


ევროპის დღეები საქართველოში უკვე რამდენიმე წელია ტარდება და მისი მიზანი ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობების, მიმდინარე ინტეგრაციის პროცესის შესახებ საქართველოს მოქალაქეების ინფორმირებასა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების ჩართულობის გაზრდაა.

 


გიორგი მარგველაშვილმა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ორგანიზებით, ღია ცის ქვეშ მოწყობილი „ევროსოფელი" დაათვალიერა, სადაც დამთვალიერებლებს სხვადასხვა შემეცნებით, გასართობ და სპორტულ აქტივობაში ჩართვის შესაძლებლობა ჰქონდათ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი