ირაკლი კობახიძე: თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი მოქალაქეები თავად აწესრიგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს
05-05-2018, 18:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ფორმალიზება ინსტიტუციური დიალოგისა სახელმწიფო ხელისუფლებასა და ადგილობრივ ხელისუფლებებს, ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით”, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პირველ ყოველწლიურ ფორუმზე - „სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგი“, სიტყვით გამოსვლისას.

 

 

ფორუმის ინიციატორი და მასპინძელია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და ადგილობრივი თვითმმართველობის კომიტეტი.

 

 

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, დეცენტრალიზაციის მიმართულებით რეფორმების განხორციელება ხელისუფლების პრიორიტეტია.

 

 

„დეცენტრალიზაცია ჩვენ გამოვაცხადეთ ჩვენი საქმიანობის, ჩვენი რეფორმების ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტად. ამას მიეძღვნა საგანგებო ღონისძიებებიც, რომლებშიც მონაწილეობას იღებდნენ უმაღლესი თანამდებობის პირები. პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩატარდა შესაბამისი ღონისძიებები და ჩვენ მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თვისობრივად უნდა ამაღლდეს დეცენტრალიზაციის ხარისხი საქართველოში, რაც ნიშნავს თავისთავად მმართველობის სისტემის ფუნდამენტურ გაუმჯობესებას, ეს არის უმთავრესი მიზანი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისათვის”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი განმარტებით, დეცენტრალიზაცია, კლასიკური გაგებით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემას ნიშნავს და სტრატეგიის მიზანი სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებისთვის უფლებამოსილებების გაფართოება და ფინანსური რესურსების გაძლიერება უნდა იყოს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, დეცენტრალიზაციის ეროვნულ სტრატეგიაზე აქტიურად მუშაობს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ამ პროცესს საქართველოს პარლამენტის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.

 

 

„ჩვენ მზად ვართ, ყველა ეტაპზე ჩავერთოთ ამ დოკუმენტის შემუშავებაში და ამ დოკუმენტის განხორციელების პროცესში“, აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი შეფასებით, გაფართოებას საჭიროებს უფლებამოსილებები. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ადგილობრივი თვითმმართველობის ფინანსური შესაძლებლობების გაფართოების და ადგილობრივი თვითმმართველობების სათანადო ადამიანური რესურსებით აღჭურვის მნიშვნელობა.

 

 

„ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ დავუახლოვდეთ ფისკალური დეცენტრალიზაციის ევროპულ მაჩვენებელს. ჩვენი ამოცანა არის, რომ სულ მცირე 7%-ი შეადგინოს ადგილობრივი თვითმმართველობის შემოსავლების ხვედრითმა წილმა მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებით, რაც ნიშნავს იმას, რომ საშუალო ვადიან პერსპექტივაში რამდენჯერმე გაიზრდება ყველა მუნიციპალიტეტის შემოსავლები. ეს ნიშნავს ფუნდამენტურ ცვლილებას, ეს ნიშნავს უკეთეს მომსახურებას ჩვენი მოქალაქეებისათვის. ეს ნიშნავს მუნიციპალური უფლებამოსილებების უკეთეს განხორციელებას.

 

 

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფლებამოსილებებისა და ფინანსების გადაცემასთან ერთად აღიჭურვონ ადგილობრივი თვითმმართველობები სათანადო ადამიანური რესურსებით. შესაბამისად, საჭიროა, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა მომზადებისა და გადამზადების სათანადო კონცეფციის არსებობა და ესეც უნდა გახდეს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, პარლამენტის თავმჯდომარემ დეცენტრალიზაციის კიდევ ერთ მნიშვნელოვან კომპონენტზე გაამახვილა ყურადღება. მისი განცხადებით, ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთგვარი ქვაკუთხედია მოქალაქეთა მონაწილეობა.

 

 

„ბუნებრივია, თვითმმართველობა ნიშნავს იმას, რომ ადგილობრივი მოქალაქეები თვითონ, თავად აწესრიგებენ ადგილობრივი მნიშვნელობის საქმეებს. შესაბამისად, მოქალაქეთა მონაწილეობა არის ერთგვარი ქვაკუთხედი ძლიერი ადგილობრივი თვითმმართველობის. შესაბამისად, ძალიან დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს ინსტიტუციური მექანიზმების შექმნას ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა უფრო აქტიური მონაწილეობის უზრუნველსაყოფად. ესეც უნდა იყოს დეცენტრალიზაციის სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი მიზანი“, განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

 

 

მისი თქმით, საქართველოს დეცენტრალიზაციის კუთხით მოწესრიგებული კანონმდებლობა აქვს და ის შესაბამისობაშია ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან.

 

 

ირაკლი კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები კიდევ უფრო განმტკიცდა საკონსტიტუციო ცვლილებებით და ახლა მნიშვნელოვანია, საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკულ ნაბიჯებში გარდაისახოს.

 

 

„დეცენტრალიზაციის კუთხით ჩვენ გვაქვს მოწესრიგებული კანონმდებლობა, რომელიც არის შესაბამისობაში ადგილობრივი თვითმმართველობის ევროპულ ქარტიასთან. ძალიან მნიშვნელოვანი იყო, ასევე, საკონსტიტუციო ცვლილებები. ამ ცვლილებებით კიდევ უფრო გამტკიცდა ადგილობრივი თვითმმართველობის გარანტიები და ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები უკვე პრაქტიკულ ნაბიჯებში გარდაისახოს და ძალიან მნიშვნელოვანია დეცენტრალიზაციის ხარისხის ამაღლება უკვე პრაქტიკული ნაბიჯების გადადგმით და ზუსტად ამას ეძღვნება ის სამუშაო, რომელიც ხორციელდება და წარმიმართება არსებითად რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ“, -განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

სიტყვით გამოსვლისას, ირაკლი კობახიძემ ყურადღება საქართველოს პარლამენტის, კონკრეტულად კი - რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის როლზე გაამახვილა და კომიტეტის თავმჯდომარეს, ზაზა გაბუნიას მადლობა გადაუხადა. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების როლი და მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

 

„მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ძალისხმევის შედეგად ჩვენ საბოლოოდ აუცილებლად მივაღწევთ დეცენტირალიზაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების ევროპულ სტანდარტებს. ეს არის ჩვენი უმთავრესი მიზანი”, განაცხადა ირაკლი კობახიძემ, როგორც ამას პარლამენტის პრესსამსახური იტყობინება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი