ივანიშვილი არც პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას და არც პრემიერი გახდება, მისი დაბრუნებით კი რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ - ნიკა ჩიტაძე
06-05-2018, 15:02

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკაში დაბრუნებული ივანიშვილი შედარებით ნაკლებად აქტიური იქნება, და ის არ დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას, არც პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას და არც პრემიერი გახდება, მისი დაბრუნებით კი რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, განაცხადა პოლიტოლოგმა ნიკა ჩიტაძემ გაზეთ „რეზონანსთან“ საუბრისას და აღნიშნა, რომ „ივანიშვილის დაბრუნების მთავარი მიზეზი არ გახლავთ პარტიაში არსებული დაპირისპირება“.

 


„ამ პრობლემის მოგვარება გარკვეულწილად შესაძლებელი იყო კულუარული გზით. მაგალითად, მასმედიის წამომადგენლების გარეშე შეეძლო სხდომა ჩაეტარებინა „ქართული ოცნების“ ოფისში ან სადმე სხვაგან და ეს დაპირისპირება გაენეიტრალებინა. ივანიშვილის პოლიტიკაში დე იურე დაბრუნების მიზეზი არის ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირად გაისმის კრიტიკა არაფორმალურ მმართველობასთან დაკავშირებით. ეს ოფიციალურ დოკუმენტებშია ასახული, მათ შორის საქართველოს ფარგლებს გარეთ. აღნიშნულის შესახებ საუბარი იყო როგორც ევროკავშირის შესაბამის დოკუმენტებში, ისე „ფრიდომ ჰაუსის“ და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშებშიც. თუ „ფრიდომ ჰაუსის“ კრიტიკა მმართველ ძალას შეეძლო, სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკას „ქართული ოცნება“ უკვე ვერ უპასუხებდა ანალოგიურით“, აცხადებს პოლიტოლოგი და განაგრძობს:

 


„ამიტომ გადაწყვიტა ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნება - იმის გასაქარწყლებლად, რომ ქვეყანაში არსებობს არაფორმალური მმართველობა. ამ შემთხვევაში არც ოპონენტებს და არც საერთაშორისო საზოგადოებას არ ექნება არგუმენტები არაფორმალური მმართველობაზე, რადგან ივანიშვილი ახლა უკვე პარტიულ თანამდებობას იკავებს... ივანიშვილი კი დაბრუნდა, მაგრამ მეორე საკითხია, რამდენად აქტიური იქნება ის პოლიტიკაში. მე ვფიქრობ, შედარებით ნაკლებად, და ის არ დაიკავებს სახელმწიფო თანამდებობას, არც პრეზიდენტის პოსტზე წამოაყენებს საკუთარ კანდიდატურას და არც პრემიერი გახდება, რადგან მოსახლეობის წინაშე ზედმეტ პასუხისმგებლობას არ აიღებს. ის იქნება პარტიულ პოსტზე, მაგრამ შესაძლებელია, ზოგჯერ „ქართული ოცნების“ სხდომებსაც არ დაესწროს. ჩემი აზრით, მისი დაბრუნებით რადიკალურ ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ. პარლამენტის სტრუქტურაში ფიზიკურად ვერაფერი შეიცვლება, რადგან, თუ პარტიიდან ვინმე გარიცხეს, ფაქტია, პარლამენტიდანაც ვერ გარიცხავენ. რაც შეეხება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხრივ ცვლილებებს, არც ამას უნდა ველოდოთ, რადგან ივანიშვილის პრემიერობის პერიოდში ქვეყანაში მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 6,4 %-დან 3.2%-მდე შემცირდა“, აღნიშნავს ნიკა ჩიტაძე და ივანიშვლის პრემიერ მინისტრობის პერიოდს და მის მიერ გატარებულ „მიჭირხვნის პოლიტიკას“ იხსენებს.

 


„დემოკრატიის მხრივად პროგრესს არ ჰქონდა ადგილი. მაგალითად, 53 გამგეობაში ვიცით, რომ ძალისმიერი გზით მოხდა ადგილობრივი ხელისუფლების შეცვლა (როდესაც გამგეობებში შეჭრა მოხდა). მაშინ ივანიშვილმა თქვა, რომ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, რომ პარლამენტის შეცვლა არ ნიშნავს ადგილობრივ გამგეობებში ცვლილებასო. თუმცა, თუ მოსახლეობა არ იყო ინფორმირებული, პოლიციას ხომ უნდა მიეღო შესაბამისი ზომები?! ასევე, სიტყვის თავისუფლებაზეც იყო ზეწოლა. კერძოდ, გვახსოვს, ივანიშვილმა დაიბარა ექსპერტები და პირდაპირ ეთერში 4 საათის განმავლობაში აკრიტიკებდა მათ. განსაკუთრებით იმათ, ვინც შედარებით ლოიალურად ითვლებოდა ივანიშვილის მიმართ, რადგან ის თვლიდა, რომ გაცემული გრანტებისა თუ ფინანსური დახმარების გამო, ისინი დავალებული იყვნენ ივანიშვილის წინაშე. შემდგომში დაიბარა მედიის წამომადგენლები და ე.წ. მიჭირხვნის პოლიტიკა გაატარა იმის გამო, თუ რატომ დაიწერა ესა თუ ის სტატია და რატომ გამოითქვა კრიტიკული მოსაზრებები. შესაბამისად, მე ვფიქრობ, ივანიშვილის დაბრუნებით დადებით ცვლილებებს არ უნდა ველოდოთ, მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეიცვლება. ღმერთმა ქნას, ვცდებოდე, მაგრამ უახლოესი პერიოდის გამოცდილება არ მაძლევს ოპტიმისტური პროგნოზის გაკეთების საშუალებას“, აცხადებს ჩიტაძე.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი