ჰავაის ყველაზე დიდ კუნძულზე, საცხოვრებელი რაიონის სიახლოვეს, კილუეას მთაზე ვულკანის ამოფრქვევამ 26 საცხოვრებელი სახლი გაანადგურა, საფრთხის წინაშეა ასეულობით მეტი სახლი, იტყობინება BBC.
კუნძულზე გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და უკვე 2 000-ზე მეტი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
კილუეას ვულკანის გააქტიურების ხელისშემწყობ ფაქტორად პარასკევს მომხდარ ძლიერ, 6.9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრას ასახელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანია და 35 წლის განავლობაში მუდმივად ამოიფრქვევა.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.