11 მაისს, „ქართული ოცნება“ პარტიის მე-5 ყრილობაზე ახალ თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევს
11-05-2018, 10:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” რიგით მეხუთე ყრილობა დღეს გაიმართება. ყრილობა პარტიის ახალ თავმჯდომარეს და განახლებულ პოლიტსაბჭოს აირჩევს.

 


ყრილობა გაიმართება სამუშაო ფორმატში და მას პარტიის დელეგატები, მინისტრთა კაბინეტის წევრები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან. ყრილობის პროცედურული ნაწილი 16:00 საათზე დაიწყება.

 


განიხილება ყრილობის წესდებით გათვალისწინებული საკითხები: აირჩევენ ყრილობის მდივანს, ხმის დამთვლელ კომისიას და სარევიზიო კომისიის წევრებს.

 

 

დამტკიცდება ყრილობის დღის წესრიგი, წარადგენენ პოლიტსაბჭოს და სარევიზიო კომისიის ანგარიშს ასევე წესდებაში შევა ცვლილება პოლიტსაბჭოს შემადგენლო ბის შემცირებაზე.

 


17:00 საათიდან მოხდება ყრილობის ოფიციალური ნაწილის ტრანსლირება. ყრილობის დელეგატებს და მიწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე.

 


ყრილობის დასასრულს დელეგატებს სიტყვით მიმართავს პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი.

 

 

ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი