საქართველოს ფინანასთა მინისტრი გავრცელებულ ინფორმაციას, რომ არჩევნებში „ქართული ოცნების" საპრეზიდენტო კანდიდატი იქნება, არ ადასტურებს.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.
„ბოლო ორი თვის განმავლობაში, ძალიან ბევრი ჭორი წამოვიდა. რა თქმა უნდა, ეს არ შეესაბამება რეალობას, თუმცა რაც შემიძლია დავადასტურო, არის ის, რომ „ქართულ ოცნებას“ აუცილებლად ეყოლება ღირსეული კანდიდატი, რომელიც ღირსეულ შედეგს დააფიქსირებს საპრეზიდენტო არჩევნებზე.
მე ახლა ვარ იმ თანამდებობაზე, სადაც ჩვენს პოლიტიკურ გუნდს მიაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია თავისი შესაძლებლობებისა და ხედვების რეალიზაცია“, განაცხადა მამუკა ბახტაძემ მედიის წარმომადგენლებთან.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.