ოთარ დანელია სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა
02-06-2015, 03:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე სამუშაო ვიზიტად ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებდნენ.

ვიზიტის ფარგლებში, სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრა გამართეს.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ამერიკის შეერთებული შტატების ევროპისა და ევრაზიისთვის დახმარებების კოორდინატორთან, ალინა რომანოვსკისთან შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები განიხილეს.

სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ბოლო წლებში საქართველოში აგრარულ დარგში მნიშვნელოვანი პროგრესი შეინიშნება.

შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმების მნიშვნელობაზეც იმსჯელეს.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ აშშ ქართულ მხარეს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ახალი რეგულაციების დანერგვაში დახმარებას გაუწევეს.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ამერიკის შეერთებული შტატების სოფლის მეურნეობის დეპარტამენტში მდივნის მოადგილეს, მაიკლ სქიუს შეხვდა.

მხარეებმა USDA-ის მიერ საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებისთვის განხორციელებულ პროექტებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

ქართულმა მხარემ USDA-ის წარმომადგენლებს საკუთარი მოსაზრებები გააცნეს აგრარული დარგის იმ მიმართულებებზე, სადაც USDA-ის ჩართულობა განსაკუთრებით ეფექტიანი იქნება, მათ შორისაა, საგანმანათლებლო მიმართულება, რაც გულისხმობს ტრეინინგებსა და გადამზადების კურსებს არა მარტო ფერმერებისთვის, არამედ სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი სხვადასხვა უწყებისა და ცენტრალური აპარატის თანამშრომლებისთვის.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო აგარარულ დარგში ინსტიტუციონალური განვითარებისა და სისტემური მიდგომების დანერგვის საკითხებს. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოში ამერიკული სოფლის მეურნეობის ნაწარმის ექსპორტის, გადამუშავების ან დამატებითი ღირებულოების მიცემის და შემდგომ იმ ქვეყნებში ექსპორტის საკითხებზე, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი აქვს.

USAID-ის ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ადმინისტრატორის მოადგილესთან, ჯონათან ქაცთან შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ დანელიამ საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითრების სტრატეგიულ ხედვებზე ისაუბრა.

საუბარი შეეხო საქართველოში მელიორაციის მიმართულებით განსახორციელებელი ღონისძიებების მნიშვნელობას, რისთვისაც აუცილებელია სატარიფო რეგულაციისა და სატარიფო მეთოდოლოგიის დანერგვა.

USAID-ის დახმარებით უცხოელი ექსპერტები დახმარებას გაუწევენ და გამოცდილებას გაუზიარებენ ქართულ მხარეს.

შეხვედრაზე USAID-ის მხრიდან საქართველოსთვის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ფარგლებში ახალი რეგულაციების დანერგვის საკითხებში დახმარების შესაძლებლობები განიხილეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი