ეკა ბესელია: ივანიშვილის გადაწყვეტილება არის დროული და საჭირო ამ პარტიისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის
11-05-2018, 16:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის, ეკა ბესელიას შეფასებით, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება პარტიისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის საჭირო და დროულია.

 

 

მისი თქმით, ივანიშვილის დაბრუნება პარტიისთვის ახალი ეტაპის დასაწყისს ნიშნავს.

 

 

„ჩვენი პოლიტიკური ძალისთვის ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო შემდეგი ეტაპი. ნებისმიერ მმართველ პარტიას, რომელიც არჩევნებს ატარებს, სჭირდება განახლება და ახალი ძალების კონსოლიდირება, ასევე სჭირდება ახალი ხედვა.

 

 

მოქმედი თავმჯდომარე გახლავთ პრემიერ მინისტრი. მის მიმართ შემიძლია, მადლიერება გამოვხატო, მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი დატვირთვა ქვეყანაში და ძალიან რთულია, პარტიის ყოველდღიურ რეჟიმში იმ დოზით ჩართვა, როგორც ეს პარტიას სჭირდება, განსაკუთრებით, როდესაც წინ გვაქვს არჩევნები.

 

 

ივანიშვილის გადაწყვეტილება არის დროული და საჭირო ამ პარტიისთვის და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის.

 

 

თუ კი რამე არის უკეთესად გასაკეთებელი, ეს შესაძლებელია ახლა და ამ ეტაპიდან. ივანიშვილის ფაქტორი მუდმივად ახლავს ამ პარტიის ისტორიას. განსაკუთრებული ეტაპია, როდესაც პარტიის დაფუძნებიდან ექვს წელში ის ბრუნდება", განაცხადა ბესელიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი