სასამართლომ ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო
11-05-2018, 16:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სასამართლომ ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო. აღნიშნულთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ბათუმის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და ოჯახში ძალადობაში და ოჯახის წევრის ქონების დაზიანებაში ბრალდებული ე.ჰ. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 


სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 3 იანვარს, დღის საათებში, ე.ჰ-მ ქ.ქობულეთში მდებარე საცხოვრებელ სახლში მეუღლეს მ.დ-ს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო მეუღლის მამას ა.დ-ს განზრახ დაუზიანა ტელევიზორი, ფანჯრის მინები და სარკე. ე.ჰ-ს ქმედებით მ.დ-მ ფიზიკური ტკივილი განიცადა, ხოლო ა.დ-ს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა.

 


ასევე დადგინდა, რომ ე.ჰ-მ 2017 წლის 22 აგვისტოს, საღამოს საათებში, ქ.ქობულეთში, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლეს, რის შედეგადაც დაზარალებულმა ფიზიკური ტკივილი განიცადა.

 


სამართალდამცველებმა ე.ჰ. 2018 წლის 6 იანვარს ქ.ქობულეთში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ორი ეპიზოდი) და 111,187-ე მუხლის პირველი ნაწილით ( ნივთის განზრახ დაზიანება) წარედგინა.

 


ბათუმის საქალაქო სასამართლომ ე.ჰ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 8 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 4 თვეს სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო 4 თვე ჩაეთვალა პირობითად 2 წლის გამოსაცდელი ვადით", აღნიშნულია განცხადებაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი