გია ნოდია: შედეგს ნამდვილად მიაღწია კონტრაქციამ და ხელისუფლებამ... მინისტრმა [გახარიამ] ღიად დააყვედრა კიდეც: მადლობა გვითხარით, რომ ამ ხალხს არ ვაცემინეთ თქვენი თავიო“
14-05-2018, 10:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

აქციის მონაწილეები თავის იტყუებენ, შედეგს მივაღწიეთო, თუმცა რაში მდგომარეობს ეს შედეგი, ძნელი გამოსათქმელია, განაცხადა „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სააკაშვილის ხელისუფლების განათლების მინისტრმა, პოლიტოლოგმა გია ნოდიამ, რომელიც მიიჩნევს, რომ „შედეგს ნამდვილად მიაღწია კონტრაქციამ და ხელისუფლებამ“.

 

 

ნოდიას განცხადებით, „როცა მთავრობის შეცვლას ითხოვ, რაღაც დონის წარმოდგენა უნდა გქონდეს, ვინ გინდა მის მაგივრად. თუ ეს არ იცი და მაინც რადიკალურ ლოზუნებს ისვრი, ხარ უპასუხისმგებლო და დასამარცხებლად განწირული“.

 


„მინისტრმა პირობითი ბოდიში მოიხადა: თუ ჩემებმა რამე დააშავეს, ბოდიშს გიხდით, თუ თქვენებმა დააშავეს პოლიციასთან, თქვენ მოიხადეთო. ესაა შედეგი?

 


შედეგს ნამდვილად მიაღწია კონტრაქციამ და ხელისუფლებამ: აქცია დაიშალა ზოგადი და ბუნდოვანი დაპირებების ფასად. რაც აძლიერებს ვარაუდს, რომ ამ ორის მიზანი რეალურად საერთო იყო. მინისტრმა ღიად დააყვედრა კიდეც: მადლობა გვითხარით, რომ ამ ხალხს არ ვაცემინეთ თქვენი თავიო.

 


ფუნდამენტური, ამოსავალი სისულელე ამ ყველაფერში არის „აპოლიტიკურობის“ მითი. თან ამბობ, პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი გადადგესო, თან ამბობ, „აპოლიტიკური“ ვარო. ეს იდიოტიზმია.

 


როცა მთავრობის შეცვლას ითხოვ, რაღაც დონის წარმოდგენა უნდა გქონდეს, ვინ გინდა მის მაგივრად. თუ ეს არ იცი და მაინც რადიკალურ ლოზუნებს ისვრი, ხარ უპასუხისმგებლო და დასამარცხებლად განწირული.

 


არ არის საკმარისი, „სუფთა“, „ალალი“ და თავისუფლების მოყვარული იყო. ჭკუაც საჭიროა და იმ ნაბიჯების გათვლა, რაც შენს მოქმედებებს მოყვება“, აცხადებს გია ნოდია.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი