​საქართველოს პრეზიდენტი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის
14-05-2018, 13:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ანტინარკოტიკული კამპანიის დაწყების ინიციატივით გამოდის.

 


პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, როგორც მარგველაშვილმა აღნიშნა, ის, რომ ნარკოტიკი კატასტროფაა და მას მიაქვს ან მყისიერად მოქალაქეების სიცოცხლე, ან გარკვეული დინამიკით სოციუმს აშორებს და ღუპავს მოქალაქეების დიდ ნაწილს, ამას აღიარება სჭირდება ყოველგვარი პოლიტიზაციის გარეშე - ამას სჭირდება კამპანია, რომელიც უნდა წარმოებდეს ნარკოტიკის წინააღმდეგ.

 


„კამპანია უნდა აწარმოონ არა ჩემნაირმა ადამიანებმა, არა რაღაც ჯგუფებმა, რომლებსაც არ შეესვლებათ ამ ახალგაზრდობის გულებში, არამედ კამპანია უნდა აწარმოოს სწორედ ხელოვნების წარმომადგენლებმა, იმ მუსიკოსებმა, მხატვრებმა და იმ სოციუმის წარმომადგენლებმა, რომლებიც ლაპარაკობენ თანამედროვე ენაზე.

 


ვფიქრობ, რომ ამ თვალსაზრისით, ჩვენ გამოვალთ ინიციატივით, რომ კლუბური მუსიკის, ელექტრონული მუსიკის, ამ ხელოვნების წარმომადგენლებს მივცეთ შესაძლებლობა, რომ აწარმოონ ანტინარკოტიკული კამპანია.

 


ფაქტი, რომ ნარკოტიკი ცუდია, ყველამ იცის, მაგრამ შენ იმ ენაზე, მათთვის გასაგებ ენაზე, იმ კულტურაში შეიტანო ეს კამპანია და ამ კამპანიას უნდა აწარმოებდნენ „ელექტრონშიკები“, „ქლაბერები“, ის ხალხი, ვინც იმ სფეროში ტრიალებს და ეს უნდა იყოს „ანტიდრაგ“ კამპანია, რომელსაც რაღაც ფორმით ჩვენ მივცემთ შესაძლებლობას, რომ განხორციელდეს“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 


პრეზიდენტის განცხადებით, ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში ლიბერალური უნდა იყოს, არ უნდა მოვახდინოთ ჩვენი მოქალაქეების დესოციალიზაცია და არ უნდა მოვტაცოთ ჩვენი მოქალაქეები ნორმალურ საზოგადოებრივ პროცესს, ნარკოდანაშაულთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა ნარკომომხმარებლების, არამედ ნარკოდისტრიბუტორების მიმართულებით.

 

 


„ჩვენ ვნახეთ, რომ რვა ადამიანი არის დაკავებული ნარკორეალიზაციის ბრალდებით. თუ ეს ბრალდება დამტკიცდება, ისინი არიან ასე ვთქვათ ქუჩის დილერები, გამყიდველები, ამ შემთხვევაშიც და ყველა შემთხვევაში, ნარკოტიკთან ბრძოლა უნდა წარმოებდეს არა დილერიდან მომხმარებელზე, არამედ დილერიდან ორგანიზატორზე, შემომტანზე და ზევით. ეს უნდა იყოს გამოძიების მიმართულება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ რეალურად ნარკოდანაშაულზე გვექნება სერიოზული პასუხი“, აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი