თბილისის საქალაქო სასამართლო ღამის კლუბებში ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებული რვა პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების საქმეზე მსჯელობს. ცოტა ხნის წინ, სასამართლო პროცესზე შესვენება გამოცხადდა.
სამ ბრალდებულს სამედიცინო დახმარება დასჭირდა. ექიმის განმარტებით, მათ დამამშვიდებელი აბები დასჭირდათ. ბრალდებულების მდგომარეობა ამ დროისათვის სტაბილურია.
სხდომა მალევე განახლდა. პროკურატურა ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ გასაღების ფაქტზე დაკავებულებისთვის პატიმრობას ითხოვს.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.