აშშ-ის ყოფილი ელჩი ივანიშვილს პუტინს ადარებს და ამბობს, რომ პუტინი ერთადერთია, რომლის გარშემოც რუსეთში ხდება ერთიანობის შენარჩუნება და ივანიშვილიც ასე ხედავს სიტუაციას
14-05-2018, 13:52

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ვაშინგტონში ივანიშვილის პოლიტიკურ სცენაზე ოფიციალურ დაბრუნებას აფასებენ და ამბობენ, რომ ერთი ადამიანის გარშემო ძალაუფლების კონცენტრაცია დემოკრატიული წინსვლისთვის საზიანოა. სტატიას ამის შესახებ „ამერიკის ხმა“ აქვეყნებს.

 


ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი ხაზს უსვამს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს ხელისფულებაში ოფიციალურ თანამდებობაზე იმყოფებოდნენ ადამიანები, რომლებიც არიან გადაწყვეტილების რეალური მიმღებნი. „მნიშვნელოვანია, რომ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში და მთავრობაში მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, ოფიციალური თანამდებობა ეკავოთ. დასავლეთის მხარდაჭერა შესაძლოა შემცირდეს, თუ დასავლეთში იფიქრებენ, რომ საქართველოს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლები რეალურად არ არიან გადაწყვეტილების მიმღები“, აცხადებს უილიამ კორტნი, რენდის კორპორაციის უფროსი მკლევარი და ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში.

 


საერთაშორისო ორგანიზაციები და ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ბიძინა ივანიშვილის მიერ მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულების მიღმა გავლენის ქონასა და არაფორმალურ მმართველობაზე ხშირად საუბრობდნენ. „ფრიდომ ჰაუსის“ 2018 წლის ანგარიშში საუბარია „კულისებს მიღმა“ მმართველობაზე. ორგანიზაცია წერს, რომ „მილიარდერმა ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრის პოსტი 2014 წელს დატოვა, მაგრამ ის კონტროლს ინარჩუნებს მმართველ „ქართული ოცნების“ პარტიაზე“.

 


„კენანის ინსტიტუტის“ უფროსი მკვლევარი და საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი კენეტ იალოვიცი ამბობს, რომ საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის საჭიროა პოლიტიკური სისტემა არ იყოს აგებული ერთ ადამიანზე.

 


„საქართველოში არის მიდრეკილება დიდი ფიგურებისადმი, როგორიც იყო გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი და ახლა ივანიშვილი. მე იმედი მაქვს, რომ საქართველო მალე გახდება ქვეყანა, სადაც ხელისუფლება არ შემოიფარგლება ერთი ადამიანით... არ მინდა შედარება გავაკეთო პუტინთან, თუმცა პუტინი ერთადერთია, რომლის გარშემოც რუსეთში ხდება ერთიანობის შენარჩუნება და ივანიშვილიც ასე ხედავს სიტუაციას, რომ ის უნდა დაბრუნდეს და „ქართულ ოცნებაში“ ერთიანობა შეინარჩუნოს“, თქვა მან. „საქართველო წინ მიიწევს... ხელისუფლების, ძლიერი ოპოზიციის და გამჭვირვალობის კუთხით საქართველომ მუშაობა უნდა გააგრძელოს. თუ ივანიშვილი დაბრუნდა, იმედი მაქვს ეს დროებითია“, ამბობს იალოვიცი.

 


ბიძინა ივანიშვილის ოფიციალურ პოსტზე დაბრუნებას პოზიტიურს უწოდებს სვანტე კორნელი, „ამერიკის საგარეო პოლიტიკის ცენტრის“ უფროსი მკვლევარი, რომელიც ამბობს, რომ არაფორმალური მთავრობიდან ფორმალურ პოზიციაზე გადასვლა დადებითი სვლაა. „მსგავსად სააკაშვილისა... [„ქართულ ოცნებაში“] არის ტენდენცია გადაწყვეტილებების არაფორმალურად მიღების და არაფორმალური სტრუქტურების, რაც ცუდია, რადგან არ არსებობს ანგარიშვალდებულება. არაფორმალურიდან ფორმალურად ანგარიშვალდებულებისკენ სვლა ვფიქრობ, პოზიტიურია“, ამბობს ის.

 


„ამერიკის ხმის“ ცნობით, კითხვაზე - თუ რამდენად გააქრობს არაფორმალური მმართველობის გარშემო დასავლეთში არსებულ შეშფოთებას ბიძინა ივანიშვილის პარტიის თავმჯდომარის პოზიციაზე არჩევა - კორნელი პასუხობს: „ფაქტი, რომ ივანიშვილი ოფიციალურად პარტიის თავმჯდომარეა, მიუხედავად იმისა, რომ მას ოფიციალური პოსტი არ უკავია მთავრობაში, აჩვენებს, რომ მას აქვს ძალზედ გავლენიანი როლი და რომ ის გადაწყვეტილებებს იღებს“.

 

 

განაგრძეთ კითხვა

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი